შალვა შავგულძე - არ შეიძლება, ხელისუფლებას მიეცეს შესაძლებლობა დღეს ერთი თქვას და ხვალ - მეორე

„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, შალვა შავგულიძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხმება საარჩევნო სისტების შეცვლას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებდა, რისი გაგებაც „ქართულ ოცნებას“ არ სურს. შავგულიძის თქმით, შეთანხმების პირობები დაცული უნდა იყოს და არ შეიძლება ხელისუფლებას მიეცეს საშუალება, დღეს ერთი თქვას და ხვალ - მეორე.

„ნებისმიერ საკითხში შეთანხმების პირობები უნდა იყოს დაცული. ეს შეთანხმება ითვალისწინებდა 2 მომენტს: ერთი - საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მეორე - ამ პოლიტიკური ნიშნით, თუნდაც ნუ დაარქმევენ ასე მაგრამ, კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ საქმეებზე დევნის შეჩერებას და დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას. ასე ესმის ეს შეთანხმება ოპოზიციას, რომელიც მონაწილეობდა ამაში. ასეთ ორ დოკუმენტზე მოვაწერეთ ხელი ოპოზიციის წარმომადგენლებმა და პირადად მე, რომლებიც არ ვმონაწილეობდით, მაგრამ მხარი დავუჭირეთ ამ შეთანხმებას და ასე ესმის ეს შეთანხმება მთელ საერთაშორისო საზოგადოებას. ასე არ ესმის მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ არ უნდა ასე გაიგოს და ასე არ გამოვა. ხელისუფლებამ ერთხელ მოატყუა მთელი საზოგადოება, ქართულიც და საერთაშორისოც, დაპირდა პროპორციულ არჩევნებს და მოიტყუა. ეს ასე არ გამოვა, პირობები უნდა იქნეს დაცული. არ შეიძლება, ხელისუფლებას მიეცეს შესაძლებლობა დღეს ერთი თქვას და ხვალ - მეორე“, - განაცხადა შავგულიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას