დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

ის ცვლილებები, რაც დღეს მზადდება, არავითარ კავშირში არ არის არც „ქართული ოცნების“ დაპირებასთან და არც ხალხის მიერ მიღწეულ წარმატებასთან, ამოტომ ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს ჩემი მხარდაჭერა არ ექნება, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისი განცხადებით, ხალხისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა სისტემით ჩატარდება არჩევნები.

„ხალხს სჭირდება რადიკალური ცვლილებები, რასაც რეალურად ვერც კორონავირუსს ამოფარებული ხელისუფლება სთავაზობს, რომელიც მოჩვენებითი წარმატებით, ეკონომიკური სიდუხჭირის და სირთულეების გადაფარვას ცდილობს და მით უმეტეს, ვერც ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც იმის მაგივრად, რომ ახალი ეკონომიკური პროგრამის შემუშავებაზე იყოს ორიენტირებული, რაღაც გაურკვეველი არითმეტიკით არის დაკავებული და მხოლოდ საკუთარი თავის დაბინავებაზე ზრუნავს, თანაც „ოცნებასთან“ გარიგებით, რაც პრაქტიკულად უკვე ყველასთვის აშკარაა”,- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

აღნიშნულ კომენტარს დავით ჭიჭინაძის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს