პრემიერის მრჩეველი - ვიზიარებთ იმ საერთაშორისო სულისკვეთებას, რაც თანასწორობისკენ სწრაფვას გულისხმობს

ვიზიარებთ იმ საერთაშორისო სულისკვეთებას, რაც თანასწორობისკენ სწრაფვას გულისხმობს , - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე პრემიერის მრჩეველი წერს:

"საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია "აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“

საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების აღსრულება თითოეული ჩვენგანის ვალია. ამას გარდა, ვაცნობიერებთ თანასწორობის უფლების დაცვის მნიშვნელობას ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარებისთვის.

საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან თანხვედრაშია, არ ზღუდავს თანასწორობის უფლებას. დღეს ჩვენი ამოცანაა თანასწორობის უფლების პრაქტიკული განმტკიცება, მათ შორის სექსუალური, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ.

თანასწორ და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრება თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებაა", - აცხადებს ლელა აქიაშვილი, რომლის განცხადებასაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს