დავით ბაქრაძე - მთელი ოპოზიცია მარტივად შევჯერდებით იმაზე, რომ „ევროპული საქართველოდან“ ცნობადი ლიდერები მაჟორიტარებად დადგნენ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ამჟამად ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები მაჟორიტარობის კანდიდატების გადანაწილებაზე მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას იმის ფუფუნება არ ექნება, რომ ოპოზიციის ხმები გაიყოს. დავით ბაქრაძის თქმით, საარჩევნო ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება წარმოდგენილი.

„ამჟამად ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს, თუ როგორ დალაგდებიან მაჟორიტარები. ძალიან კარგია, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებობს ურთიერთგაგება იმასთან დაკავშირებით, რომ მაჟორიტარები შეთანხმებული უნდა იყოს და ხელისუფლებას არ ექნება იმის ფუფუნება, რომ ოპოზიციის ხმები გაიყოს. ანუ, საარჩევნო ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში ოპოზიციის ერთი კანდიდატი იქნება. რაც შეეხება იმას, თუ რამდენი კანდიდატი ეყოლება „ევროპულ საქართველოს“, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია ორი მიზეზის გამო: პირველი - ჩვენ არ ვიცით, რამდენი მაჟორიტარული ოლქი იქნება, ან თუ 8 მარტის შეთანხმება შესრულდა და მიღებული იქნება ახალი საარჩევნო პროპორციები, მაშინ უნდა გადანაწილდეს 30 საარჩევნო ოლქი. თუ არ შესრულდა, ჩვენ მზად ვართ, არსებული პირობითაც, 73 მაჟორიტარის პირობებშიც წავიდეთ შეთანხმებაზე, მაგრამ რა თქმა უნდა, რიცხვები განსხვავებული იქნება.

მეორე მიზეზი ის, რომ ჯერ კონსულტაციები მიმდინარეობს და ჩემგან კონკრეტული რიცხვების დასახელება კორექტული არ იქნება, თუმცა, „ევროპულ საქართველოს“ ნამდვილად არ ექნება ამის პრობლემა. ამ გუნდს ძალიან ბევრი ცნობადი სახე და ცნობადი ლიდერი ჰყავს ქართულ პოლიტიკაში, ამიტომ, ვფიქრობ, მთელი ოპოზიცია მარტივად შევჯერდებით იმაზე, რომ „ევროპული საქართველოდან“ ცნობადი ლიდერები მაჟორიტარებად დადგნენ. ამიტომ, შეთანხმება იქნება, მაჟორიტარები გვეყოლება, მაგრამ რამდენი მაჟორიტარი და რომელ ოლქებში, დაველოდოთ კონსულტაციებს და რაც მთავარია, დავოლოდოთ იმას, როგორი სისტემა გვექნება, გვეყოლება 30 მაჟორიტარი თუ 73. ყველაფერი ამის მიხედვით გადაწყდება“,-განაცხადა ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო: ოპოზიცია მარტივად შევჯერდებით იმაზე, რომ "ევროპული საქართველოდან" ცნობადი ლიდერები მაჟორიტარებად დადგნენ - დავით ბაქრაძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო