პაატა მანჯგალაძე - პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელება საარჩევნო სტრატეგიის ნაწილია - ვაშაძე გარეთიანების ყველა სუბიექტის, მათ შორის სააკაშვილის, მონაწილეობით მიღწეული შეთანხმებების ერთგული რჩება

პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელება საარჩევნო სტრატეგიის ნაწილია და შექმნილ მძიმე ვითარებაში მისი გაგება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის განაწილებად და დაუფლებად, ზიანისმომტანი, ტაქტიკური შეცდომაა, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, უკეთესია დასახელდეს სხვა კანდიდატებიც და გადაწყვეტილება იმ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე იქნას მიღებული, რაც საზოგადოებაში უფრო მეტ ნდობას აღძრავს.

„საზოგადოების მაღალი ინტერესი გამოიწვია გიორგი ვაშაძის „გაერთიანებული ოპოზიციის“ პრემიერობის შესაძლო კანდიდატობამ. მადლობა ამ ინიციატივისთვის ქალბატონ თაკო ჩარკვიანს, „გაერთიანებული ოპოზიციის“ სხვა ლიდერებს, ვინც მსგავსი პოზიცია დააფიქსირა და ბუნებრივია, ამაში პრობლემური არაფერია. პირიქით, უკეთესია დასახელდეს სხვა კანდიდატებიც და გადაწყვეტილება მიღებულ იქნას იმ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ემსახურება საზოგადოებაში უფრო მეტი ნდობისა და მხარდაჭერის მოპოვებას, არჩევნებში „გაერთიანებული ოპოზიციისა“ და ხალხის გამარჯვებას.

პრემიერობის კანდიდატის დასახელება საარჩევნო სტრატეგიის ნაწილია და შექმნილ მძიმე ვითარებაში მისი გაგება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის განაწილებად და დაუფლებად, ზიანისმომტანი, ტაქტიკური შეცდომაა. ამასთან გიორგი ვაშაძე, „ახალი საქართველოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი ბოლომდე ერთგული რჩება იმ შეთანხმებების, რომელიც მიღწეულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, გაერთიანების ყველა სუბიექტის, მათ შორის პირადად მიხეილ სააკაშვილის აქტიური მონაწილეობითა და ჩართულობით. ასევე, მნიშვნელოვანია ყველა გავუფრთხილდეთ იმ ნდობას, იმ მონაპოვარს, რომელიც „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აჩვენა,“ - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

მის კომენტარს პარტია „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025