გიგი უგულავა - როცა ხელისუფლებაში ხარ, უნდა იცოდე, რომ ხშირ შემთხვევაში, ძალიან მტკივნეულ გადაწყვეტილებებზე მოგიწევს პასუხისმგებლობის აღება

სალომე ზურაბიშვილს რა მოტივაცია ჰქონდა, ვის უთხრა, ვის - არა, ამასთან დაკავშირებით შეიძლება ჩემი აზრი მქონდეს. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა არათუ იცოდა, ბიძინა ივანიშვილი ამას მართავდა ისე, როგორც ეს მისთვის არის ჩვეული , - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პრეზიდენტის განცხადებას, რომ პოლიტიკოსების ციხიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მან ბიძინა ივანიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეატყობინა, თუმცა, ამას კითხვის ფორმა არ ჰქონია.

როგორც უგულავა განმარტავს, „ქართულ ოცნებაში“ ერთმანეთს არ ენდობიან.

„აქედან ერთადერთი რამე ჩანს, ეს ხალხი, შიგნით, ხელისუფლებაში ერთმანეთს არ ენდობა, პატივს არ სცემს, ერთმანეთსაც ატყუებს და კრილოვის იგავ-არაკის პერსონაჟებივით არიან, ვინ სად მიექაჩება, ვის რა ქვედა დინებები და ზედა დინებები აქვს, არ ვიცი. ეს არის ცუდი, როცა ქვეყანაში ამხელა პანდემიაა და სამწუხაროდ, ეკონომიკური პანდემიის ზღვარზე ვდგავართ. სალომე ზურაბიშვილს რა მოტივაცია ჰქონდა, ვის უთხრა, ვის - არა, შეიძლება ჩემი აზრი მქონდეს. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა არათუ იცოდა, ბიძინა ივანიშვილი ამას მართავდა ისე, როგორც ეს მისთვის არის ჩვეული. მართვა ჩვეულებრივ კონვენციური გაგებით იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა იცის რას აკეთებს და მეორე ადამიანი, ვინც მასთან ერთად აკეთებს, იმანაც იცის რა უნდა გააკეთოს და ეს არის შეთანხმებული. ივანიშვილი მენეჯმენტის გურუ ვარო იძახდა, სინამდვილეში მისი მენეჯმენტი ქვეყანასაც ეტყობა. მისი მენეჯმენტი რა არის, გადაკიდოს ერთმანეთს, აურ-დაურიოს, ბოლომდე არ უთხრას, მერე დატესტოს, თუ „შესატენია“, „შეტენოს“, მრავალგზის აიღოს პირობა და ეს პირობა დაარღვიოს, რატომ ჰგონია ეს მისთვის მომგებიანია, ამაზე პასუხი თვითონ უნდა გასცეს.

როცა ხელისუფლებაში ხარ, უნდა იცოდე, რომ ხშირ შემთხვევში, ძალიან მტკივნეულ გადაწყვეტილებებზე მოგიწევს პასუხისმგებლობის აღება, მათ შორის შენი მომხრეებისთვის ახსნა. თუ მიიღე ეს გადაწყვეტილება, საპირისპიროს ნუ ეუბნები შენ მომხრეებს და ნუ აგიჟებ, მე არ მიმიღია, აბა ელჩებო გამოდითო. 2 დღეა, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და გულანთებული მომხრე უსმენს, რომ ეს ქვეყნის დამანგრეველიო, ამასობაში ხედავს, უცხოეთი ირევა. ეს ხომ შუღლს აღვივებს, მერე საკუთარი მომხრეების მიმართ ავლენ უპატივცემულობას, მე არ მესმის ეს რატომ გააკეთა“, - განაცხადა უგულავამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“