ლევან გოგიჩაიშვილი - ძალიან სერიოზული დღე იქნება, გიორგი გახარიასთან ბევრი კითხვაა

ძალიან სერიოზული დღე იქნება, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ბევრი კითხვაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, თუ რა კითხვები ექნება პრემიერ-მინისტრთან როცა ის პარლამენტში მივა.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, ამ საკითხს თავისთვის იტოვებს, რადგან არ სურს, რომ დღესვე განაცხადოს იმ იდეებზე, რაზეც გიორგი გახარიასთან კომუნიკაციას საპარლამენტო ტრიბუნიდან აპირებს.

"ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო დღე იქნება და ძალიან ბევრ კრიტიკულ კითხვაზე მოუწევს პრემიერ-მინისტრს პასუხის გაცემა. ის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ის არ არის ჯანდაცვის მინისტრი, ან საგანგებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მას ყველაფერზე მოუწევს პასუხის გაცემა, რაც არის პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, დაწყებული კორუფციიდან, დამთავრებული საკადრო პოლიტიკით, მიმდინარე პილიტიკური მოცემულობითა და ჩვენი ქვეყნის მომავალით", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ახალი კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებულ ანგარიშს პარლამენტს 27 მაისს წარუდგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა