პრემიერი - აბსოლუტურად მართლები ვართ და ღიმილის მომგვრელია ხელისუფლების კონცენტრაციაზე ლაპარაკი პანდემიის პირობებში

აბსოლუტურად მართლები ვართ და საბოლოოდ ღიმილის მომგვრელია ხელისუფლების კონცენტრაციაზე ლაპარაკი პანდემიის პირობებში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების მხრიდან არსებობდეს იმ შეზღუდვების მხარდაჭერა, რომლებიც კვლავ ძალაში რჩება. მან ასევე მეზობელ ქვეყნებში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს შეზღუდვები, რომლებსაც გავაგრძელებთ, ამაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ გვაქვს სრული მხარდაჭერა თითოეული ჩვენი მოქალაქის. ამას სჭირდება გარკვეული მუშაობა, კომუნიკაცია. საბჭო იმის შემდგომ, რომ გადავედით დისტანციურ საქმიანობაზე, რა თქმა უნდა, კომუნიკაციის ნაწილი შესუსტდა და და ამას ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ვფიქრობ, ამის შედეგი და გამოძახილია გარკვეულწილად ის, რაც გუშინ და გუშინწინ ხდებოდა. ლოგიკურად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვები არის აუცილებელი პირობა იმის, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა ავამოქმედოთ. ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეპიდემია ფაქტობრივად ახლა შედის პიკში. ის, რაც ახლა ხდება სომხეთში, რუსეთში, თან სულ ჩვენს სასაზღვრო ზოლთან ახლოს, ესაა უდიდესი რისკი. თუმცა, ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩავიკეტოთ, არ გავინძრეთ და საერთოდ არაფერი არ გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ეკონომიკა ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ. ძალიან ფრთხილად უნდა ავამუშაოთ ტურიზმი, იმისთვის, რომ პოზიციები არ დავკარგოთ. მარტივია, კრიზისი ჩვენ შეგვიძლია შესაძლებლობად გამოვიყენოთ და ამისი ძირითადი გასაღები არის იმაში, რომ კრიზისს სხვებთან შედარებით უკეთესად გავუმკლავდით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დროულად გადავდგით ეფექტური ნაბიჯები“,- განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობა უკიდურესად ფრთხილად იქცეოდა და სამწუხაროა ის ფაქტი, რომ უპასუხისმგებლო შეფასებები კეთდება მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

„ამ ნაწილში, ყველაფრის მიუხედავად, საკონსტიტუციო პროცესი იქნება ეს თუ საკანონმდებლო ჩარჩო იქნება, არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ უკან დავიხიოთ. ყველანაირი საკანონმდებლო ჩარჩოს უპირველესი ღირებულება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. არავინ არ იცის ამ კრიზისიდან რომ გამოვალთ, ეს მსოფლიო საერთოდ როგორი იქნება. ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა ავამოქმედოთ, პოლიტიკური პროცესი გავაცოცხლოთ, არჩევნები ნორმალურად ჩავატაროთ. თან აბსოლუტურად მართლები ვართ ამაში ყველაფერში ხომ. ამის კომუნიკაციის შესაძლებლობაც უნდა გვქონდეს და ეს პროცესი უნდა დავიწყოთ დღეს. ახლა, აქედან რომ ჩავალთ, ჩვენი კოლეგების ნაწილი პარლამენტში გააგრძელებენ ამას, იმიტომ, რომ იქ ძალზედ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივებია. ეს უნდა დავალაგოთ ისე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სრულად აბსოლუტურად მართლები ვართ და საბოლოოდ ღიმილის მომგვრელია ხელისუფლების კონცენტრაციაზე ლაპარაკი პანდემიის პირობებში, თან პანდემიის, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერაა გამოცხადებული. ბოლობოლო ამ ხალხს, ყველას დაანახეთ ეს ორი თვე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული რომ იყო, მთავრობა როგორ იქცეოდა. უკიდურესად ფრთხილად, არ შევხებივართ საერთოდ არაფერს. მე ვფიქრობ, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ასეთი უპასუხისმგებლო მოკიდებაა იმ თემებზე, რომლებიც ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება, შემდგომ უკვე ეხება, ეკონომიკის აღორძინებას, უბრალოდ სიღარიბის დაძლევას ქვეყანაში და შემდგომ ეხება ქვეყნისთვის ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვან ხარისხიან არჩევნებს წლის ბოლოს, აქ დათმობის არც უფლება, არც შესაძლებლობა უბრალოდ არ გვაქვს,“- აღნიშნა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა