რომან გოცირიძე უმრავლესობას - ვერაფერში გენდობით, რადგან მატყუარობა თქვენი საფირმო ნიშანია

„სპილომ შობა თაგვი“ - აი, ეს არის თქვენი ეკონომიკური პროგრამის მთავარი ღერძი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სანამ საქართველოს შემოსავალი და ხარჯები ბიუჯეტში არ აისახება, „ხელისუფლებას ვერ ენდობა“.

„ანტიკრიზისული გეგმა, ძალიან ხმამაღლა აშუქეთ ორი თვის განმავლობაში და როგორც არის გამოთქმა „სპილომ შობა თაგვი“, აი, ეს არის თქვენი ეკონომიკური პროგრამის მთავარი ღერძი. გავათავისუფლოთ საშემოსავლო გადასახადისგან - ამაზეა აგებული თქვენი ეკონომიკური მხარდაჭერის მთელი ფილოსოფია. დანარჩენი, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ბიზნესს სესხებს დავუსუფსიდირებთ და კიდევ უამრავი სხვა ზღაპარი, რომელიც, თურმე, დამოკიდებულია მილიარდ ნახევრიან დახმარებაზე, საერთოდ ჰორიზონტზეც კი არ ჩანს, არათუ ხელშეკრულება არაა გაფორმებული და ხელშესახები არაა, 3 მილიარდიდან ჩვენ ვნახეთ მხოლოდ 73 მილიონი ევრო, რომელიც პარლამენტში შემოიტანეთ რატიფიცირებისთვის, რომელიც ძირითადად ჯანდაცვის სამინისტროს მოხმარდება. სანამ ბიუჯეტი არ არის, ვერაფერში გენდობით, იმიტომ, რომ მატყუარობა ხომ თქვენი საფირმო ნიშანია“,- განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, მსოფლიო სავალუტო ფონდის წევრ ქვეყნებს შორის საქართველო გამონაკლისია, რომელსაც მოსახლეობისადმი ფინანსური მხარდაჭერა არ გაუწევია.

„სავალუტო ფონდი ყოველკვირეულად, ან 10 დღეში ერთხელ აქვეყნებს მსოფლიოს 193 ქვეყნისთვის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს, რომელიც შედგება 3 ელემენტისგან : ფისკალური, მონეტარული და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. იქ საქართველო არის გამონაკლისი, როგორც კუნძული, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს ფინანსური მხარდაჭერის სახით დახმარება არ გაუწია არცერთი თეთრი. შეგიძლიათ, დამისახელოთ ასეთი რომელიმე მეორე სახელმწიფო სავალუტო ფონდის 193 წევრი ქვეყნიდან? თქვენ ამ 200 ლარიანი დახმარების გაწელვას აპირებთ 6 თვით და ამაშიც ძალიან დიდი ხრიკია ჩადებული, ორმაგი ეშმაკობაა. ერთი, რომ ოქტომბრამდე ნელ-ნელა საკენკი უყაროთ და მეორე, ვიღაც მუშაობას დაიწყებს კარანტინის გასვლის შემდეგ და როგორც კი დაფიქსირდება გადასახადის გადამხდელად, მას ფულს არ მისცემთ. ხალხს ჰგონია, რომ 1200 ლარს აძლევთ და მისცემთ 200 ლარს“- განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა