დიმიტრი ხუნდაძე - ექიმები არ ვეთანხმებით კანონპროექტში კონკრეტული ვადის ჩაწერას, ეს ვადა ვერ განსაზღვრავს პანდემიის დასრულებას, თუმცა მაინც ჩაიწერება, რადგან პირობა პირობაა

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების დროებით, 15 ივლისამდე, გარდამავალ დებულებაში გაწერას არ ეთანხმება, თუმცა ამის მიუხედავად, აღნიშნულ თარიღს კანონპროექტში მაინც ასახავს.

მისივე თქმით, აქ კონკრეტული ვადის დაწესება არავითარ საჭიროებას არ მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ვადა არის ვირტუალური.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარდამავალ დებულებაში იქნება ასახული და ეს ვადა იქნება 15 ივლისი. ჩვენ, ექიმები, ვასრულებთ პირობას და თქვენგან მოწოდებულ ყველა სამართლებრივ საკითხს ვიზიარებთ იმიტომ, რომ არ გვაქვს პრეტენზია, რომ კოსტიტუციონალისტებსა და სამართლის სპეციალისტებზე მეტი ვიცით, მაგრამ გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად არ ვეთანხმებით ამ ვადას. ამას დავაფიქსირებთ, მხარს ვუჭერთ, ავსახავთ, მაგრამ როგორც ექიმები, გამართლებულად არ მივიჩნევთ, რამეთუ ეპიდემიის ვადას და სიფრთხილეს საზღვრავს ის ვითარება, რაც ჯანმომ ყველა ქვეყნისთვის განაცხადა. ჯანმომ პანდემია გამოაცხადა და ამ დეფინიციას ტოვებს დღესაც. რადგან კანონპროექტში მეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ არის ეს ვადა და პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ ეს არის პანდემიისა და საშიში ინფექციების გავრცელების პერიოდი. ვფიქრობდი, რომ აქ კონკრეტული ვადის დაწესება არავითარ საჭიროებას არ მოითხოვდა, მითუმეტეს როცა ჩვენ ვაწესებთ ვადას და ეს ვადა არის ვირტუალური. ეს ვადა ვერ განსაზღვრავს პანდემიის დასრულებას. პანდემიის დასრულებას განსაზღვრავს სიფრთხილე და რეგულაციების სწორად, დროულად შემოღება, კრიზისების სწორად მართვა და ამისთვის მთავრობას სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო უზრუნველყოფა, რომელიც გარკვეულ მინიმალურ შეზრუდვებს დაუტოვებს კრიზისების მართვისთვის," - განაცხადა ხუნდაძემ.

როგორც დეპუტატი აცხადებს, მას არ მიაჩნია სწორად ამ ვადის კანონპროექტში ჩაწერა, თუმცა, ეს ვადა მაინც აისახება და ჩაიწერება რადგან "პირობა პირობაა“.

„გავიდა 15 ივლისი, პანდემია ისევ გვაქვს, მერე რას ვაკეთებთ? რჩება ორი ვარიანტი: ან საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოვაცხადოთ ისევ, რაც უფრო მეტ უხერხულობას ქმნის, ან დაგვჭირდეს ისევ ამ თარიღზე შეკრება და აქ მსჯელობა და უსაფუძვლო დროის კარგვა. თქვენთვის „მერე რაა". თქვენ გინდათ უფრო მეტი უსარგებლობა, რომ ამ უსარგებლობაში მიიღოთ სარგებელი," - მიმართა დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციას.

შეგახსენებთ, რომ ახალი კანონპროექტით მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის რედაქტირებული ვარიანტის თანახმად, ამ შემზღუდავი ღონიძიებების გატარება დროებით იქნება შესაძლებელი და არა - უვადოდ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა