ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი იწყება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 25 მაისიდან 15 ივნისამდე, ჭავჭავაძის გამზირი ატენის ქუჩიდან გ. წერეთლის ქუჩის გასასვლელამდე სრულად ჩაიკეტება.

„ამ დროისთვის, საპროექტო არეალში არსებული ასფალტის საფარის ქვედა ფენებში დაგება დასრულებულია. ინტენსიურად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭის თავების მოყვანა ნიშნულზე, პარალელურად კი, ეტაპობრივად დაიგება ასფალტის საფარის ბოლო ფენები. ამ ეტაპზე, საფეხმავლო სივრცეებში (ტროტუარები), მოპირკეთების და, ასევე, გამზირზე არსებული თარგების გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. გამზირზე მსგავსი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ ჩატარებულა“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

თბილისის მერია მადლობას უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის დროს გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს