თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო დაზარალებული ღამის კლუბებისთვის გარკვეული პაკეტის შეთავაზებას აპირებენ.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე შესწავლილია, რა პრობლემები აქვთ და რა ზარალი მიაყენა პანდემიამ ღამის კლუბებს.
„ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, ონლაინგამოკითხვა გავაკეთეთ და გვაქვს სურათი, თუ რა პრობლემები აქვთ კლუბებს, თუ როგორ დააზიანა პანდემიამ და ვაპირებთ, გარკვეული პაკეტის შეთავაზებას ზოგადად ამ მიმართულებით”, - განაცხადა კალაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"