ადვოკატი - როგორც იურისტი და როგორც ქალი, ძალადობა მიუღებელი და დასაგმობია, მაგრამ ამ საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას, ასე მარტივად ითქვას, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადეა

როგორც იურისტი და როგორც ქალი, ერთნაირად მიუღებელია ძალადობა და დასაგმობია, მაგრამ ამ საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას ასე მარტივად ითქვას, რომ ჩემი დაცვისქვეშ მყოფი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადეა, - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს.

როგორც ჭკადუა სოციალურ ქსელში წერს, ის სიამოვნებით გაასაჯაროებდა მტკიცებულებებს, რომ არა დაწესებული შეზღუდვა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები.

„მეგობრებო, მსურს გამოვეხმაურო საქმეს, რომელსაც მოვკიდე ხელი როგორც იურისტმა და უფლებადამცველმა. არ დავიწყებ იმის მტკიცებას და გამიჯვნას, თუ რას ვფიქრობ ოფიციალურ ბრალდებაზე. როგორც იურისტი და როგორც ქალი, ერთნაირად მიუღებელია ძალადობა და დასაგმობია, მაგრამ ამ საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას ასე მარტივად ითქვას, რომ ჩემი დაცვისქვეშ მყოფი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, მოძალადეა. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, რა თქმა უნდა, მაქვს დიდი იმედი, მოსამართლე გაითვალისწინებს იმ არგუმენტებს, რომელიც ფაქტებზეა დამყარებული. ვიცი, არსებობს მედიის დიდი ინტერესიც და არაერთი ვერსიის მოსმენა მოუწევს საზოგადოებას. თუმცა მერწმუნეთ, ძალიან მარტივად გაერკვევა სასამართლო საქმის მასალებში და დაადგენს საბოლოო ჭეშმარიტებას. ვიღაც იტყვის ალბათ, ადვოკატი აბა რას დაწერდა სხვასო, თუმცა, შემეძლო საერთოდ არც არაფერი დამეწერა, ერთადერთი მიზეზი, რამაც მაიძულა ამ პოსტის დაწერა, ეს არის ამ საქმის შინაარსი! სიამოვნებით გავასაჯაროებდი უკვე მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომ არა დაწესებული შეზღუდვა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები“, - წერს ჭკადუა საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია