„ფრონტერას” ხელმძღვანელობა გიორგი გახარიას წერილით მიმართავს

ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერას” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სტივ ნიკანდროსი და პრეზიდენტი ზაზა მამულაიშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავენ.

წერილში კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ 2013 წლიდან მოყოლებული ხედავს მზარდ ანტიამერიკულ განწყობებს და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მიმართ, თუმცა იქვე იმედს გამოთქვამს, რომ ახლა, როცა ხელისუფლების იურიდიული ქმედება „ფრონტერას“ წინააღმდეგ დასრულდა, კონსტრუქციული სულისკვეთებით დახურავენ ურთიერთობის ამ თავს და უფრო ძლიერ და წამახალისებელ სიგნალს გაუგზავნით ამერიკულ კომპანიებს.

„ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა, თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვხედავთ მზარდ ანტიამერიკულ განწყობებს და ასევე დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიციებისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის სისტემატიურ ნგრევას. შედეგად, საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე, რომელიც მხოლოდ შენიღბულია, როგორც ამერიკული დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფალი ბაზრის გამზიარებელი. ეს „პოლიტიკური წარმოდგენა“ გამიზნულია მხოლოდ უწყვეტი ამერიკული დახმარების მისაღებად აშშ მთავრობიდან. ეს ფარსი უნდა დამთავრდეს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: რუსული ენერგოგიგანტი, Rosneft-ი შემოვიდა საქართველოში 2013 წელს და მას შემდეგ დაუსჯელად საქმიანობს მიუხედავად აშშ სანქციებისა და საქართველოს კანონის დარღვევისა. Rosneft-ს მიეცა უფლება სტრატეგიულად დაფუძნებულიყო ფოთის პორტში, ნავთობის ტრეიდინგისა და საწვავის დისტრიბუციის სტრუქტურებში. ამავე წელს ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ დაიწყო კონტრაქტის შეწყვეტის თვითნებური მცდელობა, რომელიც მოგვიანებით საარბიტრაჟო სასამართლომ უკანონოდ სცნო. რატომ? ბუნებრივი გაზის იმპორტისა ფავორიტული პირობები მიენიჭათ Gazprom-ს და SOCAR-ს, საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებას ირანის მთავრობასთან გაზისიმპორტთან დაკავშირებით. ამავე დროს კი ფრონტერას მცდელობა რომ აეთვისებინა გაზის საბადო აღმოსავლეთ საქართველოში, რომელსაც შეეძლო უფრო იაფი და კონკურენტული გაზიმიეწოდებინა ქართველი მომხმარებლისათვის, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად აწყდებოდა კონტრაქტის გაუქმების, სახელმწიფო მედიის დეზინფორმაციას და ექსპროპრიაციას. რატომ? 2016 წელს, ჩინურ CEFC გადაეცა 75% იანი საკონტროლო პაკეტი, ფოთის სტრატეგიულ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში. თქვენ პირადად ჩახვედით ჩინეთში რომ გეზეიმათ ხელშეკრულების ხელმოწერა. თუმცა, კომპანიამ ვეღარ განახორციელა $ 150 მილიონის საინვესტიციო ვალდებულება, რასაც არც ჯარიმა და არც საჯარო კრიტიკა არ მოჰყოლია. თუმცა, თქვენ საჯაროდ მოიხსენიეთ „ფრონტერა“, როგორც „არაკეთილსინდისიერი კომპანია“ და ეს მაშინ, როცა ფრონტერამ $500 მილიონზე მეტის ინვესტირება განახორციელა საქართველოში მიუხედავად მხოლოდ $18 მილიონის ვალდებულებისა. თანაც ნავთობისა და გაზის ის მარაგი აღმოაჩინა, რაც საქართველოს გახდის ენერგოდამოუკიდებელს. რატომ? Frontera Resources Corporation - 3040 Post Oak Blvd, Suite 1100 - Houston, Texas 77056 U.S.A 2017 წელს, თბილისში გამართულ საქართველო-ირანის ბიზნეს ფორუმზე თქვენ განაცხადეთსაქართველოში ირანული ინვესტიციების 657%-იანი ზრდის შესახებ. ამავე წელს, თქვენმა მთავრობამ წამოიწყო საარბიტრაჟო დავა საქართველოში ყველაზე დიდი ამერიკელი ინვესტორის, ფრონტერას წინააღმდეგ, კონტრაქტის გაუქმების მიზნით. რატომ? ყველა იმ კომპანიის მსგავსად, რომლებიც წინ აღუდგნენ ანტი ამერიკულ კლეპტოკრატიულპოლიტიკას, ჩვენც გავხდით სახელმწიფოს მიერ მართული და რუსული მედიის ცილისმწამებლური კამპანიის სამიზნე, საეჭვოდ მსგავსი ყალბი ამბების გამოყენებით ჩვენიკომპანიის წინააღმდეგ, მათ შორის ჩვენი სამუშაოების და არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესახებ. რატომ? ყველა მხარე დაზარალდა თქვენი მთავრობის მიერ განხორციელებული ძვირი და წარუმატებელი შეტევის შედეგად. თუკი საქართველოს ნამდვილად სურს გრელვადიანი ქართულ ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა, მაშინ კითხვა ისმის „რატომ მუშაობთ ამდენს და ხარჯავთ ამდენ თანხას, რათა შეუწყვიტოთ კონტრაქტი ყველაზე დიდ ინვესტორს შეერთებული შტატებიდან?“ ახლა როცა ხელისუფლების იურიდიული ქმედება „ფრონტერას“ წინააღმდეგ დასრულდა, იმედი გვაქვს, რომ კონსტრუქციული სულისკვეთებით დავხურავთ ამ თავს და უფრო ძლიერ და წამახალისებელ სიგნალს გაუგზავნით ამერიკულ კომპანიებს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ელის მრავალწლიანი წარმატებული ამერიკული კერძო ინვესტიციები“, - ნათქვამია „ფრონტერას” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, სტივ ნიკანდროსისა და პრეზიდენტ ზაზა მამულაიშვილის მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია