მეუფე შიო დავით გარეჯის საკითხზე - იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც არის აზერბაიჯანთან და ამასთან ერთად, სიმართლეც დადგინდება

ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც არის აზერბაიჯანთან და ამასთან ერთად, ეს სიმართლეც დადგინდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

მეუფე შიო იმედს გამოთქვამს, რომ საკითხზე მომუშავე ორმხრივი კომისია უფრო პრინციპული იქნება. მეუფე ხაზს უსვამს იმასაც, რომ დავით გარეჯი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

„მუშაობს ორმხრივი, ახალი კომისია. იმედი გვაქვს, რომ ეს კომისია უფრო პრინციპული იქნება, ვიდრე წინა და იმედი გავქვს, რომ დადგინდება სიმართლე... მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც არის აზერბაიჯანთან და ამასთან ერთად, ეს სიმართლეც დადგინდება და კომისიის მუშაობა კეთილად წარიმართება”, - განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფე შიო გარეჯობასთან დაკავშირებით დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა