ნათია თურნავა - ჩვენ და ოპოზიცია ბევრ საკითხში ალბათ ვერასდროს შევთანხმდებით, ეს ბუნებრივიც არის

ჩვენ და ოპოზიცია ბევრ საკითხში ალბათ ვერასდროს შევთანხმდებით, ეს ბუნებრივიც არის. ჩვენ სხვა პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვსაუბრობთ, სხვა პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. ისინი მარტო თავიანთ ხმამაღალ განცხადებებზე აგებენ და ზოგჯერ არ აგებენ პასუხს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც დარგობრივი კომიტეტის ხელმძღვანელ რომან კაკულიას და ოპოზიციის დეპუტატებს შეხვდა.

როგორც თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მთლიანობაში, მიუხედავად ყველაფრისა, ეს შეხვედრა საკმაოდ საქმიანი და პროდუქტიული იყო.

„მე, ჩემმა გუნდმა ამომწურავად ვუპასუხეთ ყველა კითხვას. რასაკვირველია, ჩვენ და ოპოზიცია ბევრ საკითხში ალბათ ვერასდროს შევთანხმდებით, ეს ბუნებრივიც არის. ჩვენ სხვა პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვსაუბრობთ, სხვა პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. ისინი მარტო თავიანთ ხმამაღალ განცხადებებზე აგებენ და ზოგჯერ არ აგებენ პასუხს. ჩვენ პასუხს ვაგებთ მოსახლეობის წინაშე ჩვენს ქმედებებზე. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ შემთხვევაში კარგია მსგავსი ფორმატის და ნებისმიერი სხვა ფორმატის შეხვედრა დეპუტატებთან, როგორც ოპოზიციური სპექტრის, ასევე უმრავლესობის დეპუტატებთან. ყოველთვის თავისი სარგებელი მოაქვს, მაგრამ რასაკვირველია, შემდგომში ვინ, რას ისაუბრებს კამერებთან და კამერები რაღაც ძალიან მაგიურად მოქმედებს ხოლმე ოპოზიციის დეპუტატებზე, ეს უფრო ალბათ, მათი პოლიტიკური დღის წესრიგით არის ნაკარნახევი. ნებისმიერ შემთხვევაში მათ ჩვენი პასუხები მოისმინეს და ვფიქრობ, რომ გაიგეს", - განაცხადა თურნავამ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს