ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ვინაიდან მოლებში გამოსაცვლელი ოთახი ჩაკეტილი სივრცეა, რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეებმა ასეთი სივრცის გამოყენებისგან თავი შეიკავონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ვინაიდან მოლებში გამოსაცვლელი ოთახი ჩაკეტილი სივრცეა, გაცემულია რეკომენდაცია, რომ მოქალაქეებმა ასეთი სივრცის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მთელმა რიგმა ქვეყნებმა, რომლებმაც სავაჭრო სისტემები გახსნეს და მაღაზიები მოქმედებს, სადაც ტანსაცმელი იყიდება, შეზღუდეს ასეთი გამოსაცვლელი ოთახების არსებობა. ყველასთვის ცნობილია, რომ გამოსაცვლელი ოთახების მოწყობა არ ითვალისწინებს იმას, რომ ის პირდაპირ ნიავდებოდეს, დახურული სივრცეა, ყველაზე უფრო ჩაკეტილი და ისეთი ადგილია, რომ მისი დასუფთავება ყოველჯერზე, ყოველი მომხმარებლის შემდეგ ფიზიკურად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ არის რეკომენდებული, რომ გაყიდვა უპირატესად ასეთი ოთახების გამოყენების გარეშე მოხდეს და ასეთი რეკომენდაცია არის ამჟამად“,-განაცხადა ზახაშვილმა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით კი, საქართველოში მოქმედ მოლებში გამოსაცვლელი ოთახის გამოყენება აკრძალული არ არის, თუმცა თავშეკავება სჯობს.

„ჩვენთან აკრძალული არ არის, მაგრამ სჯობს თავი შევიკავოთ. თუმცა, ზოგიერთი ბრენდმა თავისი რეგულაციით აკრძალა“,- განაცხადა იმნაძემ.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ვინაიდან მოლებში გამოსაცვლელი ოთახი ჩაკეტილი სივრცეა, რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეებმა ასეთი სივრცის გამოყენებისგან თავი შეიკავონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ვინაიდან მოლებში გამოსაცვლელი ოთახი ჩაკეტილი სივრცეა, გაცემულია რეკომენდაცია, რომ მოქალაქეებმა ასეთი სივრცის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მთელმა რიგმა ქვეყნებმა, რომლებმაც სავაჭრო სისტემები გახსნეს და მაღაზიები მოქმედებს, სადაც ტანსაცმელი იყიდება, შეზღუდეს ასეთი გამოსაცვლელი ოთახების არსებობა. ყველასთვის ცნობილია, რომ გამოსაცვლელი ოთახების მოწყობა არ ითვალისწინებს იმას, რომ ის პირდაპირ ნიავდებოდეს, დახურული სივრცეა, ყველაზე უფრო ჩაკეტილი და ისეთი ადგილია, რომ მისი დასუფთავება ყოველჯერზე, ყოველი მომხმარებლის შემდეგ ფიზიკურად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ არის რეკომენდებული, რომ გაყიდვა უპირატესად ასეთი ოთახების გამოყენების გარეშე მოხდეს და ასეთი რეკომენდაცია არის ამჟამად“,-განაცხადა ზახაშვილმა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით კი, საქართველოში მოქმედ მოლებში გამოსაცვლელი ოთახის გამოყენება აკრძალული არ არის, თუმცა თავშეკავება სჯობს.

„ჩვენთან აკრძალული არ არის, მაგრამ სჯობს თავი შევიკავოთ. თუმცა, ზოგიერთი ბრენდმა თავისი რეგულაციით აკრძალა“,- განაცხადა იმნაძემ.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი