კომპანია „მეამა“-მ პირველი ბრენდული სივრცე გახსნა

სავაჭრო ცენტრ „საბურთალოს სითი მოლში“ მაღალტექნოლოგიური, ქართულიყავის მწარმოებელი კომპანია „მეამა“-ს პირველი სივრცე გაიხსნა. მისი ისევე,როგორც კომპანიის სათაო ოფისის დიზაინი, არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის.თანამედროვე ინტერიერში ხე, ქვა და მინა საუკეთესოდ ერწყმის ერთმანეთს, რომელსაც განათება და მცენარეები კიდევ უფრო გამორჩეულ იერს სძენენ. მაღაზიის კედლებზე განთავსებულია თაროები, რომელზეც განლაგებული ფერადი კაფსულები ინტერიერს მომხიბლველ ვიზუალს უქმნის.

სივრცეში „მეამა“-ს ევროპული და ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულების, ყავის აპარატების, წმინდად დაფქული ყავისა და აქსესუარების შეძენაა შესაძლებელი.“მეამა”- ს სივრცეში მისულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ნატურაური ყავა დააგემოვნოს, რაც პროდუქციის შეძენისას გადაწყვეტილების მიღებას გაუმარტივებს.

„მეამა“ მომხმარებელს ევროპული და ამერიკული ფორმატის 15 განსხვავებულ ნაზავს მათ შორის 2 სახის უკოფეინო და 4 სახეობის წმინდად დაფქულ ყავას სთავაზობს. თითოეული გემო პროფესიონალი ყავის ტექნოლოგების მიერ შეიქმნა და კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს. სივრცეში მომხმარებლებს შესაძლებობა ექნებათ მაღალკვალიფიციური კონსულტაცია მიიღონ და "მეამას" ელჩების დახმარებით შეარჩიონ მათთვის სასურველი ყავის კაფსულა, ადგილზე დააგემოვნონ და სურვილისამებრ შეიძინონ.

MEAMA სივრცეში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და ასევე ყავასთან დაკავშირებული აქსესუარები. „მეამა“-ს კომერციული დირექტორი, მამუკა კავთელიშვილი თვლის, რომ მსგავსი, განსხვავებული კონცეფციის სივრცე სიახლეა ქართველი მომხმარებლებისთვის.

"დღეს გაიხსნა "მეამას" პირველი ბრენდული სივრცე, რაც ჩვენი კომპანიისთვის და ასევე მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია. ხშირად გვეკითხებოდნენ თუ როდის გაიხსნებოდა ობიექტი, სად შეძლებდნენ ისინი "მეამა"-ს ყავის დაგემოვნებას და შეძენას. ეს სივრცეს გამორჩეულია ვიზუალით და განსხვავებული კონცეფციით, რაც მას საკმაოდ საინტერესოს ხდის. მინდა ყველა ყავის მოყვარულს მოვუწოდო, ეწვიონ ჩვენს სივრცეს, დააგემოვნონ ნატურალრი ყავა და შეიძინონ მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტი" - განაცხადა კომპანიის კომერციულმა დირექტრმა მამუკა კავთელიშვილმა.

„მეამა“-ს სივრცეში მომხმარებლებს კვალიფიციური კონსულტანტები მოესახურებიან, რომელთა ჩაცმულობაზეც ქართველმა დიზაინერებმა იზრუნეს. ამჟამად მაღაზიაში დასაქმებულია 10 ადამიანი. კომპანია ქსელის გაფართოებას უახლოეს მომავალში გეგმავს. კომპანია „მეამა“ ითვალისწინებს „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით შემუშავებულ რეკომენდაციებს და მომხმარებლებს მათი სრული დაცვით მოემსახურება.

(R)

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით