საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარის ადვოკატი აცხადებს, რომ გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი და სუს-ში გამოკითხვის დეტალებზე  ვერ ისაუბრებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარის, შეიხ მირტაგ ასადოვის გამოკითხვა დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ასადოვის უფლებადამცველი ქეთი ჩუთლაშვილი ახადებს, მათ უწყებაში გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი და იმასთან დაკავშირებით, თუ რას შეეხებოდა სუს-ის კითხვები, ვერ ისაუბრებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების თანახმად, გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაიწყო. რაც შეეხება კითხვებს და საკითხებს, რითაც საგამოძიებო ორგანო დაინტერესდა, ვერ მოგახსენებთ, ვინაიდან საგამოძიებო ორგანომ დაგვავალდებულა არ გავახმაუროთ გამოძიების ფარგლებში ჩვენთვის ცნობილი ინფორმაცია“, - განაცხადა ჩუთლაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, ესე იგი ქმედება, ჩადენილი ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“. სუს-ის ცნობით, არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.

იხილეთ ვიდეო:საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი აცხადებს, რომ სუს-ში გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი და გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს