ადვოკატის განცხადებით, გიორგი რურუამ დღეს პირველად ნახა იარაღი, რომლის ქონასაც ედავებიან

"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, გიორგი რურუამ დღეს პირველად ნახა იარაღი, რომლის ქონასაც მას ედავებიან. როგორც საძაგლიშვილი განმარტავს, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდთან და ვაზნებთან ერთად არის ჩადებული.

"დღეს, როგორც იქნა ვნახეთ და მათ შორის გიორგიმაც პირველად ნახა ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გამოც 7 თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება. ასევე აღმოვაჩინეთ, რომ იარაღის მჭიდზე დატანილია ნომერი. ეს ნომერი ჩხრეკის ოქმში უნდა ყოფილიყო მითითებული, სადაც არ არის, მაგრამ 10-ლარიანი კუპიურის ნომერი გვხვდება, რომელიც გიორგის თან ჰქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ჩადებულია მჭიდთან და ვაზნებთან ერთად. ასევე, გამოვიკვლიეთ გიორგი რურუას ტანსაცმელი, არც შარვალი და არც მაისური იმ შემადგენლობის არ აღმოჩნდა, რაც ხელს შეუშლიდა მასზე მეტალის კვალის გადასვლას. შესაბამისად, საქმეში არსებული საექსპერტო დასკვნა მეტალიზაციასთან დაკავშირებით ცალსახად ადასტურებს, რომ გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია. ერთადერთი, რასაც მეტალიზაციის კვალის გადასვლაში ხელი შეიძლება შეეშალა, აბრეშუმის შარვალი და მაისური იქნებოდა, თუმცა, მისი სამოსი ბამბის იყო და მასზე, ექპერტის თქმით, მეტალიზაციის კვალი ადვილად გადადის. გიორგი რურუამ პირველივე დღეს თქვა, რომ მას იარაღი კი არ ჩაუდეს და კი არ ამოუღეს, მას უბრალოდ უთხრეს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, ისე რომ მისთვის შორიდანაც კი არ დაუნახებიათ ეს იარაღი. დღეს იყო პირველი დღე, როცა მას მიეცა შესაძლებლობა, ენახა ნივთი, რომლის გამოც, 7 თვეა პატიმრობაში იმყოფება", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

შემდეგი სასამართლო პროცესი ქ 10 ივნისს, 10:30 საათზე გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო