ივანე მაჭავარიანი - პრემიების გაცემა შევზღუდეთ, ვაკანსიებზე აყვანა დავაკონსერვეთ, ხოლო პენსიების ზრდის დაპირების შესრულებაზე უარი არ ვთქვით

ჩვენ პრემიების გაცემა შევზღუდეთ, ასევე ვაკანსიებზე აყვანაც დავაკონსერვეთ, ხოლო პენსიების ზრდის დაპირების შესრულებაზე არ ვთქვით უარი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პენსიების ზრდა მოხდება 1 ივლისიდან, როგორც დაგეგმილი იყო.

„მეტიც, ამასთან ერთად შემოვიტანეთ პენსიების ინდექსაციის კანონი და ინიციატივა, რომლის არსი არის შემდეგში, რომ ყოველ წელს პენსიების ზრდა მოხდეს შემდეგი პარამეტრით, 70 წლამდე პენსიონერებს გაეზარდოთ ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70- ზე მეტი ასაკის პენსიონერებისთვის გაიზარდოს ინფლაციით და ეკონომიკური ზრდის 80%-ით. თუმცა, მინიმუმ თანხები უნდა იყოს 20 და 25 ლარი ორივე კატეგორიისთვის. ეს იქნება კანონში, არ იქნება მთავრობის დისკრეცია ან რომელიმე პოლიტიკური ძალის დისკრეცია,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა