რომან გოცირიძე - როცა ელჩი გენერალურ პროკურორთან მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ აფრთხილებს, წინასაარჩევნოდ ძალადობა შეწყდეს

ელჩი რომ მისულიყო ბუნების დაცვის სამსახურში, იქნებოდა საუბარი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას, მაგრამ როცა გენერალურ პროკურორთან მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ აფრთხილებს, წინასაარჩევნოდ შეწყდეს საქართველოში ძალადობა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან, აშშ- ის ელჩისა და გენერალური პროკურორის შეხვედრის თაობაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ გაფრთხილებას არ გაითვალისწინებენ, ამას მოჰყვება რეაგირება და პასუხს მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს მოსთხოვენ.

„ყველა შეხვედრას აქვს თავის შინაარსი და ფორმა. შინაარსი არის ის, რაც ილაპარაკეს, ფორმა კი ისაა, თუ რატომ მივიდა ელჩი პროკურატურაში. ელჩი რომ მისულიყო ბუნების დაცვის სამსახურში, იქნებოდა საუბარი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას, მაგრამ როცა გენერალურ პროკურორთან მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ აფრთხილებს, წინასაარჩევნოდ შეწყდეს საქართველოში ძალადობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება სათანადო რეაგირება, მათ შორის, მოთხოვენ პასუხს მის პირდაპირ მმართველს - ივანიშვილს. ხოლო ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი სასჯელი არის ქონება, აქტივები, ანგარიშები, სანქციები და ა.შ. ამიტომ ეს იყო ძალიან სერიოზული ვიზიტი თავისი სიმბოლური დატვირთვითაც წინასაარჩევნოდ. არ გაუვა „ქართულ ოცნებას" ის, რასაც აკეთებდა წინა არჩევნებზე კრიმინალებით დაწყებული, პროკურატურით და სუს- ით დამთავრებული. ხალხი სხვანაირად არის მობილიზებული და საერთაშორისო პარტნიორებმაც გაიგეს ყველაფერი, თუ როგორ ტარდებოდა არჩევნები ქვეყანაში და თუ როგორ მიდის პოლიტიკური დევნა დღემდე,"- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. როგორც კელი დეგნანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრეს „გენერალური პროკურორის მნიშვნელოვან როლზე მოახლოებულ მომავალ არჩევნებში მათ შორის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და დაშინების შესახებ საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით". „ვთვლი, რომ გენერალური პროკურატურა მზადაა, აიღოს უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა შემოდგომაზე, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ სრული ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ“, -განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ