ამირან გამყრელიძე - მინდა დავამშვიდო ყველა აბიტურიენტი, რომ პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედებს

მინდა დავამშვიდო ყველა აბიტურიენტი, თუ არ ვცდები, წელს 55 ათასი აბიტურიენტი იქნება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რომ პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედებს , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, იშვიათი დაავადებებია, რომელიც დროსაც შეიძლება, ექიმმა მიიჩნიოს, რომ პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობას დაამძიმებს, თუმცა გამყრელიძის განმარტებით, აბიტურიენტობის ასაკში ასეთი დაავადებები იშვიათია.

ამირან გამყრელიძემ აქვე განმარტა, რომ თუ ექიმისგან იქნება შესაბამისი დასკვნა, ის გათვალისწინებული იქნება.

„პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედებს, არც მათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არც მათ მენტალურ შესაძლებლობაზე. ანუ მხედველობაში მაქვს ინტელექტუალური შესაძლებლობები გამოცდის ჩაბარების პროცესში. ალბათ, სოციალურ ქსელში ნახავდით, კორეაში როგორ აბარებენ გამოცდებს ახალგაზრდები. ყველგან, მთელ მსოფლიოში, გამოცდები მიმდინარეობს პირბადეების ხმარებით. არანაირი საშიშროება ამაში არ არის. არის ძალიან იშვიათი გამონაკლისი, თუ ადამიანს აქვს და ეს ახალგაზრდებში არ არის, დაავადებები, რომლის დროსაც ექიმმა შეიძლება, თქვას, რომ პირბადის ხმარება შეიძლება, იყოს გარკვეულად მისი ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი. ეს არის იშვიათი გამონაკლისები. ხაზს ვუსვამ, რომ ამ ტიპის დაავადებები არ არის ან ძალიან იშვიათად შეიძლება იყოს აბიტურიენტებში. ამიტომ, თუ იქნება ექიმის ასეთი დასკვნა, ეს გათვალისწინებული იქნება, მაგრამ ზოგადად, პირბადე უარყოფითად ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს,“- განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა