ვლადიმერ ზელენსკი კარანტინის რეჟიმის დარღვევის გამო დააჯარიმეს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ქალაქ ხმელნიცკში კაფეში ყოფნისას კარანტინის რეჟიმის დარღვევის გამო დააჯარიმეს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს თავად განაცხადა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის პრესსამსახურმა 3 ივნისს ფოტო გაავრცელა, რომელზეც კაფეში ერთ მაგიდასთან მსხდარი ზელენსკი და სხვა ოფიციალური პირები ჩანან.

კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში სარესტორნო მომსახურება დახურულ სივრცეში 5 ივნისამდე აკრძალული იყო და შესაბამისად, 3 ივნისისთვის ეს შეზღუდვა კვლავ ძალაში იყო.

4 ივნისს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ სამართალდამცავები ზელენსკისა და სხვა ოფიციალური პირების მიერ კარანტინის წესების შესაძლო დარღვევის ფაქტს შეისწავლიდნენ.

პრეზიენტმა ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ მზად იყო, ჯარიმა გადაეხადა, თუკი დახურულ სივრცეში მის მიერ გამართული შეხვედრა დარღვევად ჩაითვლებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო