თურქეთის სასამართლომ აშშ-ის საკონსულოს თანამშრომელს 8 წლითა და 9 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა

თურქეთის სასამართლომ აშშ-ის საკონსულოს თანამშრომელს, მეთინ ტოპუზს, „ტერორისტული ორგანიზაციისთვის“ დახმარების აღმოჩენის გამო 8 წლითა და 9 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა.

ტოპუზს თავდაპირველად ჯაშუშობასა და მთავრობის გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა, თურქეთის პროკურატურამ მარტში განაცხადა, რომ აშშ-ის საკონსულოს თანამშრომელი ამ ბრალდებებისგან უნდა გაეთავისუფლებინათ და ამის ნაცვლად მისთვის ბრალი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში უნდა დაედოთ, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ტოპუზი იმ ოფიციალურ პირებთან კავშირში დაადანაშაულეს, რომლებიც 2013 წლის კორუფციის საქმის გამოძიებას ხელმძღვანელობდნენ და მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ისინი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის წევრები იყვნენ.

სასამართლოს გადაწვეტილების გამოცხადების შემდეგ განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომ ანკარაში, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩო „ღრმად შეშფოთებულია“ აშშ-ის საკონსულოს თანამშრომლის მიმართ გამოტანილი განაჩენის გამო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო