პაატა მანჯგალაძე - არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლის დასაწყისშივე სააკაშვილის ფაქტორის გამორიცხვა არის ზუსტად ის, რაც ივანიშვილის დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება

ზოგიერთი ოპოზიციური კოლეგის საარჩევნო სტრატეგია, ისე დავამარცხოთ ივანიშვილი, რომ არ მოვიდეს სააკაშვილი, არის ან მიზანმიმართული მავნებლობა, ან პოლიტიკური სიბრიყვე, რადგან ზუსტად იმეორებს 2016 წლის ოპოზიციის მცდარ სტრატეგიას, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ბრძოლის დასაწყისში ისეთი ოპოზიციური მუხტის მატარებელი ლიდერის გამორიცხვა, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, არის ის, რაც ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების შესანარჩუნებლად სასიცოცხლოდ სჭირდება.

„ზოგიერთი ოპოზიციური კოლეგის საარჩევნო სტრატეგია, ისე დავამარცხოთ ივანიშვილი, რომ არ მოვიდეს სააკაშვილი, არის ან მიზანმიმართული მავნებლობა, ან პოლიტიკური სიბრიყვე, რადგან ზუსტად იმეორებს 2016 წლის ოპოზიციის მცდარ სტრატეგიას, როცა ვერცერთ ფუნდამენტურ საკითხზე ვერ შეძლო შეთანხმება და კოორდინაცია და ნაცვლად იმისა, რომ ყველა ივანიშვილის წინააღმდეგ ყოფილიყო, ოპოზიციამ აირჩია ყველა ყველას წინააღმდეგ სტრატეგია, რაც ხალხის თვალში ოპოზიციურ ლიდერებს წარმოაჩენს არა საერთო მიზნებისთვის პრინციპულ ადამიანებად, არამედ ერთმანეთთან ჩასაფრებულ, ძალაუფლებისთვის მებრძოლ კარიკატურებად. მე მესმის ოპოზიციაში პიროვნული ფაქტორების და ვიწრო პარტიული თუ სხვა ინტერესების გავლენა, ეს ბუნებრივია, მაგრამ ბრძოლის დასაწყისშივე ამ მოტივებით გამორიცხვა ერთ-ერთი მაღალი ოპოზიციური მუხტის მატარებელი ლიდერის, ვგულისხმობ სააკაშვილს, და მისი მომხრეების, არის ზუსტად ის, რაც ივანიშვილს ხელისუფლებისა და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება. უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ პირადი და ვიწრო პარტიული ინტერესების აქცენტირებით საფრთხე შევუქმნათ ოპოზიციურ ერთობას და ამით ხელი შევუწყოთ ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნებაში. რაზე ვდაობთ? - ძალა ერთობაშია და არა ერთმანეთთან კინკლაობასა და ბრძოლაში", - აცხადებს "ახალი საქართველოს" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს