კახა კალაძის განცხადებით, ვერეს ხეობაში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედიისგან ქალაქი დაზღვეული იყოს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვერეს ხეობაში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედიისგან ქალაქი დაზღვეული იყოს. როგორც მან ჟურნალისტებს 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალთან განუცხადა, მსგავსი რამ შეიძლება 100 წელში ერთხელ მოხდეს და მისი პრევენცია ძალიან რთულია.

“ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი სტიქია. ეს იყო ის, რაც 100 წლის განმავლობაში შეიძლება ერთხელ მოხდეს. ზოგადად პრევენციის გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოები, რომელიც იქნა წარმოებული და ჩატარებული, ძალიან უმაღლეს დონეზე იქნა ყველაფერი გაკეთებული, დამონტაჟებულია ასევე საალარმე სისტემა, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება მონიტორინგი, ასევე თვითონ ვერეს ხეობაში განხორციელდა რამდენიმე ინფრასტრუქტული პროექტი, ეს არის ნატანდამჭერების გაკეთება იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაზღვეული ვიყოთ იმისგან, რაც მოხდა”, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა