გიორგი კანდელაკი - როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადასასვლელად განწირულია, თუმცა ამჟამად, არ არის ობიექტური საფუძველი გადადებაზე სასაუბროდ

თეორიულად შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ, მთავარი ის არის, რომ როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, „ქართული ოცნება“ განწირულია ოპოზიციაში გადასასვლელად , - ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ კანდელაკმა აღნიშნა, მსგავსი განცხადებების გაკეთებისთვის, ამ ეტაპზე ობიექტური საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენი აზრით, ობიექტური საფუძველი მსგავსი დაშვებისა, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს. არჩევნები უნდა ჩატარდეს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში. თეორიულად შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ, მთავარი არის ის, რომ როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, „ქართული ოცნება“ განწირულია ოპოზიციაში გადასასვლელად. საზოგადოებაში იმდენად არის შემდგარი ის კონსენსუსი, რომ „ქართული ოცნება“ უნდა ჩაცილდეს ხელისუფლებას და ქვეყნის სათავეში მოვიდეს პროდასავლური ძალების კოალიცია, სადაც ხელისუფლება იქნება გადანაწილებული და დაბალანსებული სხვადასხვა პარტიებს შორის, რომ როცა არ უნდა იყოს არჩევნები, მაინც წააგებს „ქართული ოცნება“. თუმცა, ამჟამად არ არის ობიექტური საფუძველი გადადებაზე სასაუბროდ“, - განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, "ქართლი ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, შესაძლოა, არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.

"თუ კორონავირუსის მეორე ტალღა არჩევნებამდე პერიოდს დაემთხვა, ამ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუმცა ამაშიც არ არის არაფერი ტრაგიკული. ბუნებრივია, თუ ეს მოხდა ოქტომბერში და თუ იქნება აუცილებელი, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება პირობითად, დეკემბერში",- განაცხადა კობახიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია