გიორგი რურუას პროცესზე ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი და ლევან თარხნიშვილი დაიკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ეს ეტაპი სახელმწიფო ბრალდებამ დაასრულა.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის სამი მოწმე იკითხება. ესენი არიან "ევროპული საქართველოს" წევრები: ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი და ლევან თარხნიშვილი.

როგორც ირაკლი აბესაძემ პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია და მისი საქმე არ ემყარება არანაირ სამართლებრივ მტკიცებულებებს.

"არ ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელზედაც მეც შემიძლია ვისაუბრო, რადგან მთელი ღამის განმავლობაში,ფაქტობრივად, ერთად ვიყავით. ფიზიკურად ვშრომობდით იმისათვის, რომ აქციაზე მყოფი მოსახლეობისათვის მიგვეტანა გასათბობი საშუალებები. რა თქმა უნდა, მას არ ჰქონდა არანაირი საჭიროება, ჰქონოდა იარაღი. გიორგი რურუას იქ არ ჰქონდა იარაღი და ამას კარგად აჩვენებს ის ფალსიფიცირებული მტკიცებულებები და ჩვენებები, რომელიც პროკურატურამ წარმოადგინა", - განაცხადა აბესაძემ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს