სერგო რატიანი - ჩვენი საზოგადოება დაუცველია, საქართველოში გადაადგილდებიან რუსეთის ჯაშუშები და მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ

„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი საზოგადოება არის დაუცველი და საქართველოში გადაადგილდებიან რუსეთის ჯაშუშები და მათ არ აქვთ არანაირი პრობლემა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

რატიანის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე გამოძება უნდა მივიდეს ბოლომდე და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია.

„ბოლო წლების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი შემთხვევა, როდესაც მათ გამოევლინოთ ჯაშუშები. სამაგიეროდ, გვახსოვს შემთხვევები, როდესაც რეალურად ჯაშუშები იყვნენ გადაცემულნი როგორც პოლიტპატიმრები და ეს საკმაოდ მძიმე სურათია. ასევე, ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში ტერორისტები საზღვრებზე გადმოდიან უპრობლემოდ. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაცულები. რაც შეეხება იმ ფონს, რა ფონიც იყო გაბუნიას განცხადებების შემდეგ, ეს იყო სამარცხვინო და სრულიად შეუფერებელი ქართული სახელმწიფოსთვის. ჩვენ გვახსოვს, რომ პრორუსულმა ძალებმა მაშინ დაიკავეს რუსთაველი. ეს იყო წახალისებული ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ფონი, რაც გვაქვს“, - განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, „ცალსახაა, რომ ამ საქმეზე რუსეთის ფედერაციიდან არის დაკვეთა “.

„ჩვენ გვჭირდება დამატებითი ინფორმაცია იმისთვის, რომ ვხედავდეთ სრულ სურათს, თუ რა ხდებოდა ამის მიღმა და რა პერიპეტიები ახლდა ამას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ მუშაობნენ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები, რამდენად შესაფერისი იყო მათი ქმედება სახელმწიფოს გამართულ მუშაობასთან. ცალსახაა, რომ ამ საქმეზე რუსეთის ფედერაციიდან არის დაკვეთა. ბევრი შემთხვევააა, როდესაც კადიროვი ასრულებს რუსეთის დავალებას, ასე იყო ნემცოვის და სხვების შემთხვევაშიც. ჯერჯერობით ჩვენ ამ სურათს ვხედავთ, მაგრამ ჩვენ გვჭირება გაცილებით მეტი ინფორმაცია”, - განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს