რომან კაკულია - არჩევნების გადატანას იქით კი არა, აქეთ მივესალმებოდი

ვისაც ყველაზე მეტად არ აწყობს არჩევნების გადადება, ეს არის "ქართული ოცნება". თუ არჩევნების თარიღის ცვლილებაზეა საუბარი, მე პირადად მივესალმები მხოლოდ უკან - რაც შეიძლება მალე გადმოწევას, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ისეთი საკითხებია დღის წესრიგში დამდგარი, რომელთა მიმართ აუცილებელია საზოგადოების აზრის დროულად გამოხატვა.

კაკულიას განცხადებით, მმართველ გუნდში არჩევნების თარიღის გადაწევაზე არავითარი საუბრები არ მიმდინარეობს.

"არჩევნების გადადებაზე არავითარ ინტენსიურ საუბრებს ადგილი არ აქვს. ვფიქრობ, ვისაც ყველაზე მეტად არ აწყობს არჩევნების გადადება, ეს არის "ქართული ოცნება". თუ არჩევნების თარიღის ცვლილებაზეა საუბარი, მე პირადად მივესალმები მხოლოდ უკან გადმოწევას, რაც შეიძლება მალე. ისეთი საკითხებია დღის წესრიგში დამდგარი, დაწყებული ამერიკელი კონგრესმენების წერილებიდან და ბევრი სხვა საკითხი, რომელთა მიმართაც საზოგადოების აზრის გამოხატვა სანამ არ მოხდება, ჩვენ ვერავითარ პროგრესს ვეღარ განვიცდით. ამიტომ რაც უფრო მალე გაირკვევა საზოგადოება ვის რა სახელს არქმევს, ვის როგორ აღიქვამს, ეს ძალიან მალეა გასაკეთებელი. ამიტომ არჩევნების გადატანას იქით კი არა, აქეთ მივესალმებოდი, რათა მალე გაირკვეს ეს ყველაფერი. მსოფლიოში უკვე ყველამ ყველაფერზე გამოთქვა აზრი, გარდა ქართული საზოგადოებისა. ამიტომ რაც უფრო მალე მოხდება ამ აზრის გამოთქმა ყველა მიმდინარე საკითხთან მიმართებაში, ორიენტაციისთვის, რათა ჩამოყალიბდეს საზოგადოება, როგორ განვითარდეს - ეს მნიშვნელოვანია. მე უბრალოდ გული მწყდება, რომ ბევრი თვეა დარჩენილი არჩევნებამდე. ამიტომ არანაირად არ დავუჭერ მხარს არჩევნების გადადებას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა," - განაცხადა კაკულიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა