“მზიურიდან“ ზოოპარკამდე საფეხმავლო ხიდი გაკეთდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებითი, “მზიურიდან“ ზოოპარკამდე საფეხმავლო ხიდი გაკეთდება.

როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გარდა ამისა, იგეგმება „მზიურის“ პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქცია და იქ მედიათეკის მსგავსი პროექტის განხორციელება.

"დასრულდა „მზიური“ პარკის რეაბილიტაცია. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მუნიციპალიტეტი განახორციელებს ორ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს-პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქციას, რომელიც მძიმე მდგომაროებაშია. ვაპირებთ იქ მედიათეკის გაკეთებას, თუმცა მედიათეკა შინაარსობრივად ცოტა სხვა რამეს მოიცავს და შენობა-ნაგებობა კიდევ იქ პატარაა. იცით, „მზიურში“ არის სოციალური საწარმო, "მზიურის კაფე" ანა გოგუაძე და მისი გუნდი, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ იქ არსებული სიტუაცია იყოს მაღალ დონეზე. გვაქვს ანასთან და მის გუნდთან აქტიური კომუნიკაცია, გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტი - ე.წ. გალერეა მედიათეკა დავარქვათ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროექტს განვახორციელებთ და შემდე უკვე დასრულებულ პროექტს ამ სოციალურ საწარმოს ანა გოგუაძეს და მის გუნდს გადავცემთ,"- განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა