რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს - ბიუჯეტი შემოიტანეთ და ეს ბიუჯეტი უკვე დღესვე არის მკვდარი

ბიუჯეტი შემოიტანეთ და ეს ბიუჯეტი უკვე დღესვე არის მკვდარი, - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც მინისტრის მოადგილემ მთავრობის ანტიკრიზისული ბიუჯეტი წარადგინა.

რომან გოცირიძის თქმით, ანტიკრიზისული ბიუჯეტი ტყუილების ერთობაა.

„ბიუჯეტი შემოიტანეთ და ეს ბიუჯეტი უკვე დღესვე არის მკვდარი. ფაქტობრივად ეს ბიუჯეტი იმ დაპირებებს არ შეესაბამება, რაც ანტიკრიზისული გეგმის სახით პრემიერ-მინისტრმა წარმოგვიდგინა. აღმოჩნდა, რომ ანტიკრიზისული გეგმა არის ტყუილების ერთობა. პირველი დიდი სიცრუე, ამბობდით, რომ 350 000 ადამიანს გაუწევდით პირდაპირ ფინანსურ დახმარებას, დღეს მხოლოდ 90 000-ია აღრიცხული. დავუშვათ და ვთქვათ, ადასტურებთ თუ არა, რომ უკვე 250 მილიონი ლარით გაირღვა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი? თვითდასაქმებულების ნაწილში განცხადება 136 000-მა ადამიანმა გააკეთა და კომისიით 66 000-ია სულ დადასტურებული. ანუ ჯამში 600 მილიონ ლარს თუ ფიქრობდით პირდაპირი დახმარების სახით, დღეს თქვენი ფულადი დახმარება 100 მილიონ დოლარზეც კი ვერ გადის. წარმოუდგენელი რამეა ისესხო 1.5 მილიარდი დოლარი, 560 მილიონი ლარი გრანტების სახით მიიღო და 100 მილიონი დოლარის ფულადი თანხა გასცე დახმარების სახით, მაშინ როდესაც ქვეყანა ჩაკეტილი იყო და ხალხი შიმშილით კვდებოდა. ხომ ტყუილი იყო თქვენი გეგმის ეს მონახაზი? მეორე ტყუილი, სადაა დიზელის საწვავის სუბსიდირება? რატომაა 133 მილიონი კოვიდ ფონდი ხელუხლებელი, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ფული დევს იქ 100 მილიონი, რატომ არ გახარჯინებთ, იქნებ უკან გატანა უნდა?,“-განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, გოცირიძის თქმით, საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი მაისის თვეში იმ მიზნით შემცირდა, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება გამართლებულიყო, რამდენადაც პრემიერის დაპირება იყო, რომ მოქალაქეების დახმარება საარსებო მინიმუმზე მეტი იქნებოდა.

"სტატისტიკის ეროვნული სამსახური ვისგან იღებს დავალებას, რომ საარსებო მინიმუმი პოლიტიკური ნიშნით იყოს ფორმირებული და მოერგოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებს?,"- მიმართა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო