თამარ გაბუნია - ერთი დიდი მიმართულება, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 2013 წლიდან 2019 წლამდე ჯანდაცვის სისტემამ 8 მილიონზე მეტი შემთხვევა მართა. როგორც მან უწყების ერთწლიანი მუშაობის შეჯამებისას განაცხადა, გაიზარდა ჯანდაცვის სისტემის ბიუჯეტი, რაც მოქალაქეების მიერ ჯიბიდან გადასახდელ თანხებზეც აისახა. ამასთან, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, გასული წლის ანალიზმა აჩვენა, რომ ჯანდაცვის პროგრამის ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის ცვლილებები აუცილებელია.

"ჯანდაცვის სისტემა ყოველთვის მომართულია იმისკენ, რომ გვქონდეს მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ხარისხიან სერვისებზე. ის, რაც 2013 წლიდან "ოცნების" მთავრობამ ამ მიმართულებით დაიწყო, იყო ნამდვილად სერიოზული მონაპოვარი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. მათ გაეხსნათ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მოცვა იყო უპრეცედენტოდ მაღალი. 2013 წლიდან 2019 წლამდე 8 მილიონზე მეტი შემთხვევა იმართა, უპრეცედენტო ზრდა იყო ჯანდაცვის სისტემის ბიუჯეტთან მიმართებით, რაც აისახა ბუნებრივია ჯიბიდან გადასახადების კლებაში. ეს თავისთავად დადებითი ფაქტორია, იმისთვის რომ ავადმყოფობა არ გახდეს სიღარიბის მიზეზი. თუმცა, გასული წლის ანალიზმა დაგვანახა იმ ცვლილებების აუცილებლობა, რაც მნიშვნელოვანია პროგრამის ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის, რათა მოვახერხოთ თითოეული მოქალაქისთვის ჯანდაცვის სიკეთის მიტანა. იქნება ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვა, პირველადი ჯანდაცვა თუ ჰოსპიტალურ დონეზე მოვლის შესაბამისი პირობები, როცა ამის საჭიროება დადგება. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ვიფიქროთ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ერთი დიდი მიმართულება, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ არის ხელმისაწვდომობა ხარისხიან მედიკამენტებზე," - განაცხადა გაბუნიამ. მისივე თქმით, კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც უწყებას სამუშაო აქვს არის ადამიანური რესურსი.

"ადამიანური რესურსი ჯანდაცვაში ვიცით რამდენად სერიოზული თემაა და ადამიანური რესურსი არის ის ძირითადი საფუძველი, რაზეც დგას ჯანდაცვის სისტემა. ამდენად უწყვეტი პროფესიული განვითარება, მოტივაციის სისტემები სამედიცინო პერსონალისთვის ეს იქნება ჩვენი მთავარი აქცენტი სამომავლოდ,"- განაცხადა გაბუნიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს