პრემიერი - სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს.

როგორც გახარიამ ჟურნალის გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადებში „ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს და საზოგადოებას აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი უნდა მისცეს იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, სპეკულირების შესაძლებლობა არ მისცენ“.

„პირველი, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ, კონკრეტულმა უწყებამ მძიმე დანაშაული აღკვეთა. მეორე, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს. ეს მათი პასუხისმგებლობაა და ყველაფერთან ერთად ეს ჩვენი დემოკრატიისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელია და მესამე - კონკრეტულმა უწყებამ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადებში ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს და საზოგადოებას აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი უნდა მისცეს იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, არ მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენონ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა