პრემიერი გიორგი გაბუნიას საქმეზე - სამართალდამცავებმა უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიონ, საზოგადოებას გამჭვირვალე სურათი უნდა მისცენ იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს, არც გარეთ და არც შიგნით, არ მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადებში ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს და საზოგადოებას აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი უნდა მისცეს იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, სპეკულირების შესაძლებლობა არ მისცენ.

„პირველი, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ, კონკრეტულმა უწყებამ მძიმე დანაშაული აღკვეთა. მეორე, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს. ეს მათი პასუხისმგებლობაა და ყველაფერთან ერთად ეს ჩვენი დემოკრატიისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელია და მესამე. კონკრეტულმა უწყებამ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადებში ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს და საზოგადოებას აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი უნდა მისცეს იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, არ მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენონ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს