20 ივნისს დაზარალებული სამი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს

2019 წლის 20 ივნისს დაზარალებული სამი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. შესაბამისი სარჩელი მათ საქალაქო სასამართლოში დღეს შეიტანეს. სამივეს ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს.

როგორც საია-ს ადვოკატმა მარიკა დუმბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ ადამიანებმა განიცადეს მნიშვნელოვანი მორალური და ფიზიკური ზიანი, რის გამოც სახელმწიფომ პასუხი უნდა აგოს და მათ მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს.

„2019 წლის 20-21 ივნისს მომხდარი ფაქტიდან ერთი წელი გადის, შესაბამისად ჩვენ შევიტანეთ სარჩელი სიმბოლურად. თუმცა, მთელი ეს პერიოდი ვემზადებოდით დოკუმენტების მოსამზადებლად რათა სარჩელი წარგვედგინა სასამართლოში. მოგეხსენებათ, რომ საია იცავს დაზარალებულების ინტერესებს როგორც სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე ამ ეტაპზე მივმართეთ სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ მორალური ზიანის ანაზღაურებისა და ყოველთვიური სარჩოს დაკისრების მოთხოვნით. ამ ადამიანებმა განიცადეს მნიშვნელოვანი მორალური და ფიზიკური ზიანი, ზოგიერთმა მათგანმა საერთოდ დაკარგა სხეულის ნაწილი, მათ შორის მხედველობა. ამ ეტაპზე მხოლოდ 3 ადამიანის სარჩელი შევიტანეთ, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით და აქტიურად ვმუშაობთ დამატებით სარჩელების წარდგენაზე. ესენი არიან ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, აქციის მონაწილეები დავით შეყილაძე და ლექსო ჩანქსელიანი, მათ ჰქონდათ სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაზიანებები და ერთ-ერთმა დაკარგა მხედველობა.

სამედიცინო დოკუმენტაციით პირდაპირ დასტურდება, რომ ამ ადამიანებს სხეულის დაზიანება აღენიშნებოდათ, ასევე ჩატარებულია ექსპერტიზები და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე დასტურდება სარჩელში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები. მნიშველოვანია, რომ სახელმწიფომ მსგავს ქმედებებზე აგოს პასუხი და ამ ადამიანებს მიყენებული ზიანი ავუნაზღაუროთ,” - განაცხადა მარიკა დუმბაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა