დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საპროტესტო აქციებზე დაჩოქებაზე  - როგორც ჩანს, ეს სერიალ „სამეფო კარის თამაშებიდან“ მოდის

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის განცხადებით, საპროტესტო აქციებზე დაჩოქება,“ როგორც ჩანს, სერიალ „სამეფო კარის თამაშებიდან“ მოდის და უფრო დამორჩილებისა და დაქვემდებარების სიმბოლოს ჰგავს“.

აღნიშნული შეხედულება რააბმა იმ ტრადიციული ჟესტის მიმართ გამოთქვა, რომელიც მუხლის მოდრეკის სახით ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდგომ დაწყებული ანტირასისტული მოძრაობის ფარგლებში სოლიდარობის ნიშნად დამკვიდრდა და ხშირია სხვადასხვა დემონსტრაციებზე. რააბს „თოლქ რადიოსთან“ ინტერვიუს დროს კითხვა დაუსვეს, დაიჩოქებდა თუ არა თავად, რაზეც საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ მას ესმის ის იმედგაცრუება და მღელვარება, რაც ანტირასისტულ კამპანიას ამოძრავებს.

„ეს როგორც ჩანს, „სამეფო კარის თამაშებიდან“ არის აღებული და ჩემთვის უფრო დამორჩილებისა და დაქვემდებარების სიმბოლოა, ვიდრე გათავისუფლების“, - აღნიშნა რააბმა.

განმეორებით კითხვაზე, მოიდრეკდა თუ არა იგი თავად მუხლს საპროტესტო აქციის დროს, მინისტრმა უპასუხა, რომ მხოლოდ ორი ადამიანის წინაშე დაიჩოქებს - ერთი დედოფალი ელისაბედია, მეორე კი მისი ცოლი, რომელსაც ხელი დაჩოქილმა სთხოვა.

მან მოგვიანებით საკუთარი კომენტარი განმარტა და აღნიშნა, რომ სრულ პატივისცემას უცხადებს ანტირასისტულ მოძრაობას ლოზუნგით - „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია: რააბი მალევე გააკრიტიკეს ოპონენტებმა. „ლეიბორისტული პარტიიდან“ დეპუტატმა და შავკანიანთა უფლებადამცველმა აქტივისტმა დევიდ ლემიმ აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტირასისტული მოძრაობა შეურაცხყო.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო