გიორგი გაბუნია - ინფორმაციის ორი წყარო მყავდა: ეს არის ნიკა გვარამია, რომელმაც გამაფრთხილა, რომ შესაძლო იყო ადგილი ჰქონოდა ჩემი სიცოცხლის ხელყოფას და ჩემი დაცვა

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას განცხადებით, იმასთან დაკავშირებით რომ, სავარაუდოდ, მისი ლიკვიდირება იგეგმებოდა, ინფორმაციის ორი წყარო ჰყავდა - მისი დაცვის წევრი და ტელეკომპანია “მთავარის“ დირექტორი ნიკა გვარამია. როგორც გაბუნიამ საქალაქო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლის კითხვები ძირითად იმას შეეხებოდა, საიდან ჰქონდა მისი შესაძლო ლიკვიდირების თაობაზე ინფორმაცია და იცოდა თუ არა რაიმე კონკრეტული დეტალები.

„აქცენტი იყო იმაზე, საიდან მაქვს ინფორმაცია, რომელიც მაქვს, რომელიც საკმაოდ მწირია. ორი წყარო მყავდა ინფორმაციის, ეს არის ნიკა გვარამია, რომელმაც გამაფრთხილა, რომ შესაძლო იყო ადგილი ჰქონოდა მცდელობას ჩემი სიცოცხლის ხელყოფის და ამაზე იყო კითხვების დროს აქცენტი, რა ინფორმაცია მომაწოდა წყარომ, რამდენად დეტალური იყო, თუ მითხრა ვინ იყო მისი წყარო და ა.შ. იყო აქცენტი იმაზე, ხომ არ მიფიქრია, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის ან სუს-ისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რაც მითხრა გვარამიამ, მაგრამ არა. მე განვუმარტე მოსამართლეს, რომ არ მქონია ამის მცდელობა. იმიტომ, რომ, პირველ რიგში, ვენდობი ნიკა გვარამიას, რომელიც მეუბნება ასეთ ინფორმაციას და პლუს, რომ მეუბნება, რომ წყარო იყო სუს-ი, აზრს კარგავს ისევ სუს-თან წასვლა და ამის შესახებ საუბარი. მეორე წყარო ინფორმაციის არის ჩემი დაცვა, რომელმაც შეამჩნია, რომ მე მითვალთვალებდნენ. დიდი ალბათობით დაიბარებენ ალბათ ჩემს დაცვასაც დაკითხვაზე. ორი თვეა დაახლოებით მას შემდეგ, რაც გაძლიერდა ჩემი დაცვა“,- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, არ იცის, კონკრეტულად რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება. „თვითონ მკითხეს, ვიცოდი თუ არა, რა მიმართულებაზე მიდიოდა გამოძიება, მე ვუპასუხე რომ არა, მათი კითხვები შეეხებოდა იმას, რა ინფორმაცია მაქვს და ხომ არ ვიცოდი რამე კონკრეტული“,- განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, გიორგი გაბუნიას გარდა დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც დაიკითხება. მათი დაკითხვა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა