რომან გოცირიძე Obozrevatel-ზე გავრცელებულ ჩანაწერზე - შეთითხნილი ფაბრიკაციებით უნდათ გონება დაუბნელონ ამომრჩეველს და აბსურდული ეჭვები დათესონ

შეთითხნილი ფაბრიკაციებით უნდათ გონება დაუბნელონ ამომრჩეველს და კვლავ დათესონ რაღაც აბსურდული ეჭვები, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე“ რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინულ გამოცემა Obozrevatel-ზე გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ, სააკაშვილი და ადეიშვილი საუბრობენ.

რომან გოცირიძე ჩანაწერის ფაბრიკაციაში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს.

„რუსეთს რომ გამოსვლოდა ეს ტერორისტული აქტი და მოეკლათ გიორგი გაბუნია, იმავე დღეს ეს უმსგავსო ხელისუფლება რუსეთის დახმარებით დაიწყებდა დამონტაჟებას და ფაბრიკაციას სხვადასხვა საუბრების და ამას რა თქმა უნდა, გადააბრალებდნენ „ნაციონალურ მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს. მერე იტყოდნენ და ახლაც ამბობენ ეს ფულზე გაყიდული ვაი ექსპერტები, რუსეთის აგენტები, უკრაინიდან რომ შემოვიდა, ეს რაღაცას ნიშნავსო. ჩვენი პირველივე განცხადებები იყო, რომ ოპოზიციაზე გადაბრალება მოხდებოდა. ახლაც კი, როცა სუს- ი აცხადებს, რომ გაბუნიას მკვლელობა დაგეგმილი იყო უცხო სახელმწიფოს მიერ, ასეთი შეთითხნილი ფაბრიკაციებით უნდათ გონება დაუბნელონ ამომრჩეველს და კვლავ დათესონ რაღაც აბსურდული ეჭვები. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც არის ხელისუფლებისა და ტროლების მიერ გაკეთებული, რომლის მიზანია დეზინფორმაცია და ადამიანებზე ზემოქმედება წინასაარჩევნოდ, ეს არის დანაშაული. არც ერთი ასეთი ფაქტი არ იქნა გამოძიებული, არც „ჰაკიმ ფაშას" ვიდეოები, არც ის პირადი ცხოვრების კადრები, რომელსაც ავრცელებდა ხელისუფლება. ეს არის უზნეო და დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც აუცილებლად იქნება გამოძიებული, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება,"- აცხადებს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ გამოცემა Obozrevatel-ი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით აუდიოჩანაწერს ავრცელებს.

აუდიოჩანაწერით, რომელიც სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს, ტელეკომპანიის ცნობით, დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ისევე, როგორც ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტ გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვის შესახებ იცოდნენ.

გავრცელებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, სააკაშვილი და ადეიშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ნიკა გვარამაიამ გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს