ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა

„მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. მან სასამართლოში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. მისი თქმით, საქმეზე გამოკითხვის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იყვნენ დაბარებულები, თუმცა მათ იქ მისვლაზე უარი განაცხადეს და გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვეს. ამის შემდეგ სუს-მა ორივე მათგანის გამოკითხვის თაობაზე სასამართლოს მიმართა.

გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025