სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 22 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა ტიპის სამუშაოს ჩატარების გამო, 22 ივნისს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს „თელასიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ზემო ვეძისის დასახლების, მეგრელიძის, ბუდაპეშტის, ბერიტაშვილის, კანდელაკის, ცინცაძის, ლევანდოვსკის, ლვოვის, გამყრელიძის, ალასანიას, ვაზისუბნის, ყუშიტაშვილის, ზემო ვეძისის, ალმასიანის, მარუშიძის, ჩიქოვანის (ნაწილობრივ), ლომონოსოვის, ონიაშვილის და ცხინვალის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), მისის დასახლება, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, მარიჯანის, მიხა ხელაშვილის და ექვთიმე ხელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას III კვარტლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ზემო ვეძისის დასახლების, ბუდაპეშტის, ვახტანგ ჩიქოვანის, მეგრელიძის, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, ლვოვის, ივანე ბერიტაშვილის, ნოშრევან ჯიშკარიანის, დავით ართმელიძის, შალვა ნუცუბიძის, მარგიანის და პაბლო პიკასოს ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ალექსანდრე დიუმას, ვერცხლის, შოთა ნიშნიანიძის, პუშკინის, კალისტრატე ცინცაძის, ავლევის, კოტე აფხაზის, ოქრომჭედლების, ყავლაშვილის და დადიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აკაკი წერეთელის გამზირის და იროდიონ ევდოშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბეჟანიშვილის, ილურიძის, დიდი-ჯიხაიშის, ზედაზენის, იმერეთის, ლომთათიძის, ილორის და სვერის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი ნადარეიშვილის, ბესიკ გეთიას, პაატა ჯანელიძის, ბოგდან ხმელნიცკის და არსენ იყალთოელის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, იორის, იუნკერთა და ნავთლუღის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თემქის დასახლების II, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, სამხედრო დასახლების, ხევძმარის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის, ალეკო გობრონიძის, ილია ვეკუას, კორინთას და რამაზ შენგელიას ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ქერჩის, ხევისპირის, წყაროთუბნის, დავით ჯაბიძის, მწვანე, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის, ბარალეთის, ლიბანის და გმირ კურსანტთა (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 I, III, IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-2 IIIა მიკრორაიონის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რაფიელ დვალის, ვიქტორ კუპრაძის, კოტეტიშვილის, ჯავახეთის, თრიალეთის, სადგერის, რწმენის, აკაკი ჩხენკელის, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის და სესილია თაყაიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა