სალომე სამადაშვილი - იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მათ შორის, დღევანდელ შეხვედრაზე მოვისმინეთ, არჩევნების შეცვლის თარიღზე საუბარი საფუძველს მოკლებულია

იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მათ შორის, დღევანდელ შეხვედრაზე მოვისმინეთ, არჩევნების შეცვლის თარიღზე საუბარი საფუძველს მოკლებულია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, საარჩევნო საკითხებზე გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის ფონზე არსებობს მთელი რიგი გამოწვევები და დღეს შეთანხმდენენ, რომ შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებში უნდა აისახოს, წერილობით იქნება წარმოდგენილი.

„იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მათ შორის, დღევანდელ შეხვედრაზე მოვისმინეთ, დღეს არჩევნების შეცვლის თარიღზე საუბარი არის მოკლებული საფუძველს. ამიტომ ჩვენი პოზიციაა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, როგორც ამას განსაზღვრავს კონსტიტუცია და შესაბამისად, კარგია, რომ ჩვენ დღეს მოვისმინეთ შესაბამისი უწყების ხელმძღვანელებისგან, რომ არ არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ რაიმე სხვა არის დღეს აუცილებელი.

რაც შეეხება კონკრეტულ რეგულაციებს არჩევნების დღეს, ცხადია, პანდემიის ფონზე არსებობს მთელი რიგი გამოწვევები, რაც შეეხება თვითონ არჩევნებში მონაწილეობის უფლების დაცვას, რადგან უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეიძლება გაიზარდოს ხანგრძლივობა, გაჩნდეს რიგები საარჩევნო უბნებთან, ასევე არის საკითხები, რომელიც შეეხება იმ ადამიანების მონაწილეობას არჩევნებში, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან და სხვა. ამ საკითხებზე იყო ზეპირი განხილვა. შევჯერდით იმაზე, რომ წერილობით რეკომენდაციებს წარმოადგენენ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც აუცილებელია პარლამენტში განვიხილოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ამომრჩეველთა უფლება, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და გავაგრძელებთ ამ საკითხზე მსჯელობას. ჩვენი პოლიტიკური პოზიცია არის, რომ ყველა ეს რეგულაცია იყოს განსაზღვრული იმგვარად, რომ დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში,"- განაცხადა სამადაშვილმა.

პარლამენტში არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა თემაზე - „არჩევნები და პანდემია", რომელშიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, დიპკორპუსის წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო პარტიების წარმომადგენელები მონაწილეობდნენ. შეხვედრას ესწრებოდა ასევე არასამთავრობო სექტორიც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო