კახა კალაძის განცხადებით, „ოლიმპიური ვარსკვლავის” მიერ დაუსრულებელ მშენებლობას „m²” დაასრულებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის” მიერ დაუმთავრებელ მშენებლობას „m2” დაასრულებს და შედეგად 400-მდე დაზარალებული ოჯახი დაკმაყოფილდება.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ასევე „ცენტრ პოინტის” მიერ დაუსრულებელი მშენებლობების საკითხზეც.

„მინდა მივულოცო იმ ადამიანებს, დაახლოებით 400-მდე ოჯახს, ვინც 12 წლის განმავლობაში ელოდებოდა საკუთარ საცხოვრებელს, ეს არის სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავით” დაზარალებული ოჯახები. ეს პრობლემა წლების განმავლობაში არსებობდა. არსებობს ქალაქში ისეთი ობიექტები, რომლებიც არის დაუსრულებელი, უამრავი ადამიანი არის დაზარალებული ამ სამშენებლო კომპანიების მხრიდან და როდესაც დავიწყეთ მუშაობა, პირობა მივეცით მოსახლეობას, ჩვენ განვაცხადეთ, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ექნებოდა ამ ოჯახებს. პირველი ასეთი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ, იყო სამშენებლო კომპანია „სვეტის” მიერ დაზარალებული ოჯახები, რაც დავაკმაყოფილეთ და მეორე არის ასევე მნიშვნელოვანი პროექტი, სადაც 400-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. ვიზიარებ ამ ადამიანების სიხარულს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. გვაქვს შემდეგი გამოწვევები. მაგალითად „ცენტრ პოინტი”- ეს პრობლემა ათეული წელია არსებობს, 6 ათასზე მეტი ოჯახი გვყავს დაზარალებული და დარწმუნებული ვარ, ამ პროექტსაც ბოლომდე მივიყვანთ.

ეს ერთობლივი შეთანხმებით მოხდა როგორც „ოლიმპიური ვარსკვლავის” წარმომადგენლებთან, ასევე, შეიქმნა დაზარალებულების საინიციატიცო ჯგუფი. არაერთი შეხვედრა გაიმართა და “m2”-მა მიიღო ეს გადაწყვეტილება რომ ამ ობიექტს დაასრულებს. წინა შემთხვევაში იყო „სვეტის” დაუსრულებელი მშენებლობები, დაზარალებულების დაკმაყოფილება და ახლა აქტიურ ფაზაში ვმუშაობთ „ცენტრ პოინტთან” მიმართებით და იქაც, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მივიღებთ იმ შედეგს, რომელსაც ხალხი ათეული წელია ელოდება”,- განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა