გედევან ფოფხაძე - იმედია „ქართულ ოცნებაში“ ხართ ის ადამიანები, რომლებიც გრძნობთ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის პასუხისმგებლობას, ჩვენ ვალდებულებები არ აგვიღია პერსონალურად ბიძინა ივანიშვილთან

იმედი მაქვს „ქართულ ოცნებაში“ ხართ ის ადამიანები, რომლებიც გრძნობთ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის პასუხისმგებლობას, ჩვენ ვალდებულებები არ აგვიღია პერსონალურად ბიძინა ივანიშვილთან,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.

მისი თქმით, დღეს რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს, ხოლო შემდეგ მოსმენაზე „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომას დაესწროს და გადაწყვეტილება მათთან ერთად იქნას მიღებული, იმის მაჩვენებელი იქნება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ გადააბარა.

„ქართულმა ოცნებამ“ შეცდომა უკვე დაუშვა. დღეს ამ გადაწყვეტილების ჩავარდნა იქნებოდა ისეთი ნაბიჯი, რაც, ჩემი აზრით, ლეგიტიმაციას დააკარგვინებდა „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ არანაირად არ შეიძლება ეს გადაწყვეტილება არ იყოს დღეს მიღებული, შემდეგ შემოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“ და იმათთან ერთად მაინც იყოს გადაწყვეტილება მიღებული იმიტომ. ეს იქნება მაჩვენებელი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადააბარა ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამას მშვიდად ვერ შევხედავ.

იმედი მაქვს „ქართულ ოცნებაში“ ხართ ის ადამიანები, რომლებიც გრძნობთ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის პასუხისმგებლობას და იმ განცდას, რომ ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება ზურგი შევაქციოთ ქართველ ხალხს და არ გვაქვს მორალური უფლება დავშოდეთ იმ დაპირებებს, რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს გაიცა. ამიტომ, ერთად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ვალდებულებები არ აგვიღია არც პერსონალურად ბიძინა ივანიშვილთან, არც ფინანსურ ჯგუფებთან, რომელთაც ხშირად შემოაქვთ კანონპროექტები უმრავლესობის სახელით და თავის კერძო ინტერესებს იცავენ, არამედ ავიღეთ ვალდებულებები ქართველ ხალხთან და ეს ვალდებულებები არის შესასრულებელი“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, ის, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის სხდომათა დარბაზში არ არის, კიდევ ერთი დასტურია, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება ქვეყნის მომავლისადმი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო