კიდევ უფრო ხშირად გამეორდება რურუას გვარი სხვადასხვა განცხადებებში. ეს გაუგებარი სიჯიუტე ჭირვეული ადამიანის ქცევას ჰგავს. მაინც მოუწევს „ქართულ ოცნებას“ უკან დახევა, - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აშშ- ის დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მრჩეველის და ბაიდენის ცენტრის დირექტორის მაიკლ კარპენტერის განცხადებას. მისი თქმით, რაც უფრო დრო გადის, ეს პროცესი კიდევ უფრო დამაზიანებელი გახდება არა მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის", არამედ ქართული მართლმსაჯულებისთვის.
"როგორც ჩანს, ამ თემას გახდიან ნერვების ომად და ეს თემა იქნება "ქართული ოცნების" და ოპოზიციის შეუთანხმებელი საკითხი. მოუხედავად იმისა, რას ამბობს ამ თემაზე „ქართული ოცნების“ რომელიმე სპიკერი, მათ ყურადღება უნდა მიაქციონ რას ამბობენ საერთაშორისო პარტნიორები, რამდენად მკვეთრია განცხადებები და რამდენჯერ იმეორებენ უკვე ამ ადამიამიანის გვარს უცხოელი მეგობრები. კიდევ უფრო ხშირად გამეორდება რურუას გვარი სხვადასხვა განცხადებებში და ეს კიდევ უფრო დამაზიანებელი იქნება მათ შორის ქართული მართლმსაჯულებისთვის, რომელსაც ისედაც რეპუტაცია აქვს შელახული. რაც უფრო დრო გადის, კიდევ უფრო დამაზიანებელი შეიძლება გახდეს ეს პროცესი. ეს გაუგებარი სიჯიუტე ჭირვეული ადამიანის ქცევას ჰგავს. მაინც მოუწევს "ქართულ ოცნებას" უკან დახევა, როგორც სხვა შემთხვევებში მოუხდა, უბრალოდ, ეს ხდება შემდეგ დიდი დანაკარგების ფასად და მათი არჩევანია- გადაწყვეტილების მეტი თუ ნაკლები დანაკარგებით მიღება,"- განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ მაიკ კარპენტერმა განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს და მას და მის პარტიას შემაკავებელი ფაქტორების გარეშე მისცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"