ადამ კინზინგერი -  ყველა ქართველი იმსახურებს პარლამენტს, რომელიც მათ წარმოადგენს, ყველა ქართველი იმსახურებს თავისუფალ და დამოუკიდებელ სასამართლოს

ვიცი, რაც არ უნდა ვთქვა, ამას რომელიმე მხარე აიღებს და სათავისოდ შეატრიალებს, ამიტომ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რომელიმე მხარეს არ ვიჭერ, იმ მხარის გარდა, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს , - ამის შესახებ ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა მედიისთვის გამართულ ვიდეო კონფერენციაში განაცხადა, რითაც უპასუხა გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებულ კითხვას.

კინზინგერის თქმით, ის ამასთან დაკავშირებით დეტალებში არ ჩავა, თუმცა მთავარია, ქართველმა ხალხმა ის მიიღოს, რასაც იმსახურებს.

„8 მარტის შეთანხმება, რომელსაც ყველა მხარემ მოაწერა ხელი, უნდა შესრულდეს. ვფიქრობ, სწორედ ამას სჭირდება სრული აღსრულება. უკვე კარგი პროგრესია პარლამენტში, არის შემდეგი მოსმენაც და სხვა ნაბიჯებიცაა გადასადგმელი. რაც დეტალებს შეეხება, ამას ხელმომწერ მხარეებს დავუტოვებ და ჩვენს საელჩოს მივცემ შესაძლებლობას, ამაზე ისაუბროს, ჩვენს ელჩს, თუ სურს ამაზე ლაპარაკი. მინდა, მას მივულოცო, ძალიან კარგად მუშაობს. ვიტყვი, რომ ყველა ქართველი იმსახურებს პარლამენტს, რომელიც მათ წარმოადგენს, და ყველა ქართველი იმსახურებს თავისუფალ და დამოუკიდებელ სასამართლოს. მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა. ვიცი, რაც არ უნდა ვთქვა, ამას რომელიმე მხარე აიღებს და სათავისოდ შეატრიალებს, ამიტომ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რომელიმე მხარეს არ ვიჭერ, იმ მხარის გარდა, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა აღსრულდეს, რათა ქართველებმა ის მიიღონ, რასაც იმსახურებენ. ამ თემაზე მხოლოდ ამას ვიტყვი“, - აღნიშნა კინზინგერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?