კახა კალაძის განცხადებით, მეტროში მიმდინარე სამუშაოები პანდემიის გამო შეფერხდა და ის დათქმულ ვადაზე სამი თვით გვიან დასრულდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროში მიმდინარე სამუშაოები კორონავირუსის პანდემიის გამო შეფერხდა და ის დათქმულ ვადაზე სამი თვით გვიან დასრულდება. კალაძის თქმით, საზღვრების ჩაკეტვის გამო, ვერ ხერხდებოდა გამნიავებელი სისტემის ჩამოტანა.

„მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იყო და იმ რეჟიმით ვერ მიმდინარეობდა მუშაობა. საზღვრები იყო ჩაკეტილი და აგრეგატები უნდა ჩამოსულიყო უცხოეთიდან. ეს არის გამნიავებელი სისტემა, დაახლოებთ 30 გამნიავებელი სისტემა უნდა ჩამოვიდეს და ამან გარკვეული შეფერხება გამოიწვია და სამი თვით გვიან დასრულდება სამუშაოები“ ,- აღნიშნა კალაძემ. დედაქალაქის მერის მერის თქმით, უახლოეს მომავალში მზად იქნება პროექტი, რომელიც ვარკეთილის მეტროში განხორციელდება.

„პრობლემა, რომელიც დღეს აქტიურად განიხილება, ეს არის ვარკეთილის მეტროს ჩამონგრეული ჭერი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და უახლოეს მომავალში პროექტი გვექნება მზად და შესაძლებელი იქნება სამუშაოების განხორციელება. ასევე, მეტროში „გოცირიძე“ გვყავს გამარჯვებული კომპანია და დაიწყება სამუშაოების განხორციელება“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას, მისი თქმით, სამუშაოები ზაფხულის ბოლოს დასრულდება. „პანდემიის გამო, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეც ვერ მიმდინარეობდა სამუშაოები ისეთ რეჟიმში, როგორც უნდა ყოფილიყო და როგორც მიმდინარეობდა წლის დასაწყისში, თუმცა ზაფხულის ბოლოს დამთავრდება სამუშოები. აქ მთლიანად ხდება მოწესრიგება წინ არსებული შადრევნების, რომელიც იყო უმძიმეს მდგომარეობაში, ასევე ფილები მთლიანად იქნება შეცვლილი და კეთდება გამწვანების ახალი თარგები“, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს