მამუკა ხაზარაძე - გუნდში ბრძოლის წინა ხაზზე ვიდგები და არც ერთ დაკისრებულ პასუხისმგებლობას არ ავიცილებ

„ლელოს” ძალისხმევა მიმართული იქნება ქვეყნის აღორძინებისკენ. გუნდში ბრძოლის წინა ხაზზე ვიდგები და არც ერთ დაკისრებულ პასუხისმგებლობას არ ავიცილებ , - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„ლელო საქართველოსთვის“ ინფორმაციით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად მძაფრდება ინტერესი, თუ ვინ იქნება 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ “ლელო საქართველოსთვის” პარტიიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

კითხვაზე, იქნება თუ არა თავად პარტიის ლიდერი პრემიერობის კანდიდატი, მამუკა ხაზარაძე პასუხობს, რომ ის გუნდში ბრძოლის წინა ხაზზე იდგება და არც ერთ დაკისრებულ პასუხისმგებლობას არ აიცილებს.

"ლელო" შეიქმნა იდეით და ეს იდეა გუნდურობაა. ჩემთვის, ისე როგორც პარტიის ყველა წევრისთვის, მთავარი გუნდის გამარჯვებაა, მე კი ყოველთვის მასთან ერთად ვიდგები ბრძოლის წინა ხაზზე და დაკისრებულ პასუხისმგებლობას არ გავექცევი”, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, საზოგადოებისა და მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია “ლელოს” რიგებში ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო გამოჩენამ.

მათივე ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე ამ საკითხზე ღიად საუბრობს და აცხადებს, რომ მისთვის გიორგი კვირიკაშვილის თანაგუნდელობა მნიშვნელოვანი საკითხია და ძალებს არ დაიშურებს, რომ პარტიის იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები მის გვერდით შემოიკრიბოს.

“ვიცი, რომ გიორგი კვირიკაშვილს პოლიტიკაში დაბრუნება არ სურს, თუმცა ვისურვებდი, მისი გამოცდილების მქონე ადამიანი ქვეყნის სამსახურში იდგეს. აუცილებლად ვეცდები, ასეთი ადამიანები “ლელოს” და საქართველოს გვერდით იდგნენ, რადგან ჩვენი ქვეყანა დღეს მძიმე მდგომარეობაშია და ამ დროს გვაკლია მთავარი - გუნდურობა.

ჩემი ძალისხმევა მიმართული იქნება ქვეყნის აღორძინებისკენ და ამისთვის, თუ საჭირო გახდა, ყველა პიროვნულ ამბიციას დავთმობ”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რომლის კომენტარსაც „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა