პრემიერი - რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად

რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო დღეს პასუხს აგებს ყველა იმ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„დღეს საქართველოს ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს ოკუპაცია. რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად და როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ 20%-ზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ესაა ის შეზღუდვა, რომელიც რეალური ფაქტორია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ეს არაა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ან მიწის 20%-ის შეზღუდვა, ეს ეხება ყველა სფეროს. პირველ რიგში ადამიანური რესურსებით თვალსაზრისით ვართ შეზღუდული 20%-ით, ჩვენი ეკონომიკაა შეზღუდული კიდევ უფრო მეტად. რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო დღეს პასუხს აგებს ყველა იმ ადამიანის უფლებების დარღვევაზე, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ბორდერიზაციის გაგრძელებით დაწყებული, ადამიანი გატაცებით, სიცოცხლის ხელყოფით, ჯანმრთელობის უფლების თუ გადაადგილების უფლების შეზღუდვის, ყველა ეს მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია,“-აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება და ჩვენი ყოველდღიური შრომის საგანი უნდა იყოს, საერთაშორისო საზოგადოებაში აზრის შექმნა იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025